x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გამაძღარი მამის გამაძღარო ბიჭო შენ რა იცი შრომის ფასი? !" - დავით ნემსაძის ფეისბუქ მიმართვა ბერა ივანიშვილს

image

შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, სამხედრო ბლოგერი და უფლებადამცველი – დავით ნემსაძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ჯუნგლების გადასარჩენად გადარიცხულ 1, 1, მილიონი ამერიკული დოლარის გადარიცხვის ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს: "გამაძღარი მამის გამაძღარო ბიჭო შენ რა იცი შრომის ფასი? !

ჯუნგლების ბედი კი არა სადაც მამაშენი ფულს ინახავს იმის პროცენტი გადაიხადე.

მშიერი ქართველი ერი აცახცახებული უყურებს თქვენს "საქველმოქმედო" ტრანსაქციას.

უცოდინარს ჰგონია რომ ოლიგარქის პირმშომ ტროპიკული ჯუნგლების დასახმარებლად მილიონ დოლარზე მეტი შესწირა.

თქვენი ცინიზმი უსაზღვროა განსაკუთრებით მაშინ როცა ამ თანხას პირად დანაზოგს უწოდებთ ხოლო თქვენი მოწოდება იმის შესახებ რომ სხვამაც იხსნას ამაზონიის ტევრი თავხედობაა.

თუ რამის კეთება გინდოდათ სიკეთე კეთდება ჩუმად “ერთი ხელი ისე იძლევა მეორემ არ იცის" მაგრამ თქვენ ოლიგარქებს გაქვთ დაუწერელი ვალდებილებები და ეს “შენაწირიც" მათგან ერთერთია.

ალბად არ იცით რომ თქვენ ხალხს შია, ვიტალური პრობლემები აწუხებს, თქვენი გამათხოვრებილი ერი დედიანბუდიანად ემიგრაციის ტვირთით იჩაგრება - და ეს საოცრად რბილად ნათქვამი სიმართლეა.

რა გააკეთე იმის გარდა რომ ივანიშვილის შვილი ხართ? განა მილიონი დოლარი ასე იოლად იზოგება ქვეყანაში სადაც პენსიონერის ანაზღაურება ორასი ლარიც არაა.

ალბად არ იცით რა არის მასწავლებლის, პროფესორის ან აკადემიკოსის ხელფასი, ეს კიდე არაფერი თქვენ ჯარისკაცსაც კი გადაუსწარით რომელსაც სიცოცხლე ტყვიაზე უდევს - ჩამოთვლილთაგან არცერთი არ ხართ რაგზითაც არ უნდა ყოფილიყო თქვენი დანაზოგი მისი გახმაურება არაეთიკური იყო.

ინკუბატორის ახალგაზრდა შენ არაფერი იცი
გგონია საქართველო მამაშენსა და სააკაშვილს შორის გასათელი ველია - გეტყვი რომ ცდები.

გთავაზობ სენეგალელი ფეხბურთელის სადიო მანეს მოკლე სიტყვას იმისთვის რომ დარწმუნდე რა არის ჭეშმარიტი ქველმოქმედება და უმთავრესად პატრიოტიზმი.

რად მინდა 10 მანქანა 20 ბრილიანტის საათი და 2 თვითმფრინავი რას მისცემს ეს მსოფლიოს?

"მე ღარიბ ოჯახში დავიბადე ხშირად მშიოდა, ფეხბურთს შიშველი ფეხებით ვთამაშობდი და სკოლაში არ დავდიოდი. მე არც თვითმფრინავი მინდა და არც მოგზაურობა. ვაშენებ სკოლებს ვაპურებ ჩემ ხალხს ვისაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ აქვს ვაძლევ, ხოლო ძალიან გაჭირვებულ ოჯახებს თვეში 70 ევროს ვუხდი რომ გამოიკვებონ "

ხედავ რას ნიშვს შრომა წვალება საკუთარი ოფლი სიმაღლის მიღწევა აი ასეთი გულწრფელობის მწამს შენი არა.

იყავით ჩუმათ ნუ დაურღვევთ მყუდროების მშიერ მოსახლეობას თქვენ შეიძლება არ იცით მაგრამ სიტყვას დიდი ძალა აქვს.
ჯერ იყო და ერს მადლიერებისკენ მოუწოდე "მამაჩემმა რუსეთის მონობიდან გიხსნათო"

ნუ ითამაშებთ პოლიტიკას ხალხს თავი შეაყვარო იმას არ ნიშნავს სააკაშვილს მოსწრებულად უპასუხო.

თქვენმა ოჯახმა ქართველი ერის იმედი და ოცნება მოკლა მამის ცოდვები შვილს მანამ არ მოეკითხება სანამ შვილი მამის შეცდომებს არ გაიმეორებს.

თქვენი "მუსიკის" მოსასმენად არ დავდიოდით 2012 წელს ჩვენ დეკლარირებული თავისუფლება გვინდოდა თქვენ ყველა ტყუით ერის წინაშე.

სიმართლე გრამაფონი არაა რეპერტუარი არ მოგეწონოს და პლასტინკა შეცვალო.

სხვაგვარად რომ იაზროვნო შენი ოფლით უნდა მორწყო შენი მშობელი მიწა როგორც სენეგალელმა მანემ - შენი ქვეყნის მთაგრეხილები უნდა გიყვარდეს მდინარეები ტყეები ზოგადად პატრიოტიზმი ასეთი რამაა...

თუ ასეთი რამით ხარ სნეული რასაც პატრიოტიზმი ჰქვია ამაზონის ტევრის მაგიერ ბორჯომის ტყის ბედით უფრო შეწუხდები.

მე არ მჯერა რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ უფრო მეტად კი იმის არ მჯერა რომ ცუდად გაგზარდეს მაგრამ როცა საზოგადოებას ესაუბრები ირიბად თუ პირდაპირ მნიშვნელობა არ აქვს უნდა გახსოვდეს დიდი ფული დიდი ძალაუფლებაა და არა დიდი და კარგი სახელი.

ჩამოქვეითდით თქვენი ქვეყნის ქუჩებში ფეხით გაიარეთ და გული გეტყვით სიმართლეს.

მეფეთა ვეზირები კეთილმოუბარნი არიან მათ ხომ ამისთვის უხდიან.

ვწუხვარ რომ ჩემი ჯარისკაცი არ იყავით ერთ წელში უფრო მეტს ისწავლიდით არმიის ყაზარმაში მტვერში და ოფლის ღვრაში ვიდრე მთელი ცხოვრება მაგ შუშს კოლბაში 100 მსახურის და 20 მოურავის გარემოცვაში. თუნდაც ბრონირებული შუშების მიღმა" - დაწერა სოციალურ ქსელში დავით ნემსაძემ.



0
417
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
417