x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
მესაფლავეობიდან მასწავლებლობამდე: ნახეთ, რას საქმიანობდნენ ცნობილი მომღერლები სანამ ვარსკვლავები გახდებოდნენ
image


მსოფლიოში, ცნობილი კინოსა და თეატრის ვარსკვლავების შემხედვარე, ალბათ, რთულია წარმოიდგინო, რომ ოდესღაც მათ უმრავლესობას დიდების მწვერვალამდე მისაღწევად უდიდესი ძალისხმევა და წარმოუდგენელი სირთულეების გავლა დასჭირდათ. იმისთვის, რომ ზოგიერთ მათგანს საყვარელი საქმის კეთება შეძლებოდა, ყველაზე რთული და დაბალანაზღაურებადი საქმის კეთებაზეც კი უარს არ ამბობდნენ. მაგალითად, იცოდით რომ მადონა ოდესღაც მიმტანი იყო? მოკლედ, მოდით ყველას თანმიმდევრობით მივყვეთ.



ფრედი მერკურიმ ოდესღაც დიზაინერის დიპლომი აიღო. თუმცა, მას ამ პროფესიით არასდროს უმუშავია. სანამ ის მუსიკაში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწევდა, ცნობილი როკ-ჯგუფის "Queen-"ის წევრი იძულებული იყო ჯერ აეროპორტში შემფუთველად და მტვირთავად, შემდეგ კი, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველად ემუშავა.


image


როდესაც ახალგაზრდა, 20 წლის გოგონამ ნიუ – იორკის დაპყრობა გადაწყვიტა, მას ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი ჰქონდა. მაგრამ მადონას ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან ეტყობოდა, რომ ასე მარტივად და უბრძოლველად ცხოვრებას არ დანებდებოდა. მან მოცეკვავეობიდან მიმტანობამდე კიდევ არაერთი სამსახური გამოიცვალა.


image


გორდონ სმნერმა (სტინგმა) ჯგუფ "The Police" - ის დაარსებამდე მუშაობა ბევრ ადგილზე მოასწრო, თუმცა, ყველაზე დიდი დრო, მან მაინც სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობას მოანდომა.


image


როდ სიუარტი ახალგაზრდობაში საკმაოდ პერსპექტიულ სპორტსმენად ითვლებოდა, თუმცა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მას გარკვეული პერიოდით სასაფლაოზე, მესაფლავედ მუშაობამ მოუწია.



image


გვენ სტეფანიმ მომღერლის კარიერამდე, არც მეტი, არც ნაკლები კაფესა და მაღაზიაში მუშაობა გამყიდველადაც მოასწრო.


image



0
204
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
204