x
image
ნათია ჩხაიძე
კაცი მთელი წელი აგროვებდა მოჭრილ ფრჩხილებს, რომ საქორწინო ბეჭედი დაემზადებინა
image


იაპონელი მამაკაცი ერთი წლის განმავლობაში აგროვებდა მოჭრილ ფრჩხილებს, რომ შემდეგ მისგან სამკაულები დაემზადებინა.


როცა შეგროვებულმა რაოდენობამ საკმარისს მიაღწია, კაცმა ის დაფქვა და ფხვნილად გადააქცია. ამის შემდეგ დაასხა წყალი, მასა დაპრესა და ღუმელში მოათავსა 1, 5 დღის განმავლობაში.


საბოლოოდ კაცმა მუქი ყავისფერი შეფერილობის მყარი მასა მიიღო, რომელსაც ბრილიანტის ფორმა მისცა. შემდეგ კი ვერცხლის ბეჭედზე მიამაგრა, რომელიც ასევე თავად დაამზადა.



მიუხედავად კაცის ამხელა შრომისა, ვიდეოს ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ, მაინც უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. კომენტარებში მომხმარებლები წერდნენ, რომ საზიზღრობაა და ამ ბეჭედს არ გაიკეთებდნენ.



0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
89