x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თბილისის ბოტანიკურ ბაღში გიურზას ეძებენ
imageთბილისის ბოტანიკურ ბაღში ამ წუთებშიც ეძებენ ქვეწარმავალს, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფმა მესამე კლასის მოსწავლემ ფოტო გადაუღო.


"ექსკურსიაზე ვიყავით, ვარიდებდი მოაჯირებს, გადახედვის და ახლოს მისვლის უფლებას არ ვაძლევდი ბავშვებს, სიმაღლის გამო. მშვიდობიანად ავიარეთ, უკან რომ ვბრუნდებოდით, მაშინ შევამჩნიეთ, თბილ ქვაზე გაწვა, ალბათ. ცოცხალი იყო, რადგან რაღაც მომენტში, თავი გააქანა. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ, მერე, ბოტანიკურის დაცვას უთხრეს, გველი ვნახეთო, იმას, ხუმრობა ეგონა, თუ რა მოხდა, არ ვიცი"-განუცხადა "ალიას" ბავშვების მასწავლებელმა.


თუმცა მომხდარ ფაქტს მალევე გამოეხმაურა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, ადგილზე მივიდნენ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა ქვეწარმავალი ჯერჯერობით ვერ იპოვეს.


"სპეციალისტთან ერთად, ბოტანიკური პარკის ყველა თანამშრომელი გაძლიერებულად აკონტროლებს პარკს. მერიის სამსახურის წარმომადგენლები, ჩვენი დაცვა, ყველა თანამშრომელი, ახორციელებს სრულ მონიტორინგს"- აცხადებენ ბოტანიკური ბაღის პიარსამსახურში.



გიურზა-საქართველოში გავრცელებული ყველაზე შხამიანი გველია, ბინადრობს ძირითადად შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში.


გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.



გიურზას შხამისგან მზადდება შრატი "ანტიგიურზინი", რომელიც დაგესლილ პაციენტს უკეთდება.

0
320
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0