x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
"ბალზაკის ასაკს" მიღმა - როგორები არიან ქალები 40 წლის შემდეგ
image


მათ ბევრი რამ ნახეს.
შემდეგ ბევრ რამეზე თვალი დახუჭეს.
შემდეგ თვალები გაახილეს.
და ახალი სამყარო, ახალი მე, ახალი ცხოვრება აღმოაჩინეს.


ისინი მგრძნობიარე და გულჩვილები არიან, ზოგჯერ დაუცველებიც კი. მიამიტები და მიმნდობნი, თითქმის ისევე, როგორც 30 წლის ასაკში. მათ რა ხანია დაავიწყდათ 15 წლის ასკის უხეში რომანტიკა, 25 წლის ასაკის აქტიური სილაღე და ენთუზიაზმი, რაციონალური შეუპოვრობაც, 30 წლის გოგონებს რომ ახასიათებთ.


image



კვლავ სწამთ უკეთესობის, ვინაიდან უარესობა, როგორც წესი, უკვე შეემთხვათ. და სწორედ იმიტომ გადარჩნენ, რომ უკეთესობის თავიდან ერწმუნათ. ისინი იღებენ კიდეც უკეთესს, რადგან მისი იქ განჭვრეტის უნარი აქვთ, სადაც სხვები ვერაფერსაც ვერ ამჩნევენ. მათ მახვილი მზერა, ფხიზელი სმენა და ნაზი ხელები აქვთ. და ეს ხელები საუკეთესოა, მათზე ჩაბღაუჭება, მათი ჩაკვრა…


ისინი ლამაზები არიან. არა, რას ამბობთ - ისინი სიმპათიურები არ
 არიან. ისინი საოცრად ლამაზები არიან, რადგან უკვე აღიარეს, რომ მათ სწორედ ასეთი უკანალები აქვთ, სწორედ ასეთი მკერდი, ასეთი ცხვირი და ასეთი ფეხები. მათ ამ უკანალ-მკერდ-ცხვირ-ფეხების ისე სიყვარული ისწავლეს, რომ ახლა ისინი ნებისმიერს შეუყვარდება, აი, მაგალითად, იმ საუკეთესო ტიპსაც კი…



image


მათ საიდუმლო იციან. მათ უკვე გადახარშეს ეს ილუზიები “მილიონების”, “კარიერის”, “წარმატებულობისა” და “სოციალური სტატუსის” შესახებ. მათ ახლა უკვე ზუსტად იციან, რომ ყველაზე მთავარი სულაც არ არის ის, რასაც ტელევზიით აჩვენებენ, ინტერნეტში წერენ, სოციალურ ქსელებში პოსტავენ ან ტრენინგებზე ყვებიან. მათ ეს მთავარი უკვე რა ხანია იციან და ჩუმად არიან. იციან, რომ ყველაზე მთავარი ცხოვრებაში თავად ცხოვრებაა: მისი გემო, ფერი, რიტმი, სუნი, თითოეული დღით ტკბობისა და სიხარულის განცდის უნარი.


დიდი ხანია აღარ აქვთ ცდუნების მზა რეცეპტები და ბანალურ მაღალფარდოვანი ფრაზები. მათ უკვე შეწყვიტეს “აქტიური ძიება”, რადგან უკვე იპოვეს ის, ვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში ეძებდნენ - საკუთარი თავი, ნამდვილი. და აღმოჩნდა, რომ ასეთი ნამდვილები ისინი ძალიან, ძალიან საინტერესონი არიან გარშემომყოფთათვის. თითქმის ყველასთვის, განსაკუთრებით ღირსეული მამაკაცებისთვის.



image


მათ კვლავინდებურად შეუძლიათ გულამოსკვნით ტირილი და გულიანად ხარხარი. მათ უკვე გაიარეს თვითდამკვიდრებისთვის საჭირო გარკვეული სოციალური მოთხოვნების, აკრძელვების, ნებართვებისა და ეტიკეტის ნორმების გზა. ისინი ვერ იტანენ იმ დროს, როდესაც სავალდებულო იყო მხრებში გამართული ყოფილიყვნენ, რაც არ უნდა მომხადრიყო, ეცინათ მაშინაც კი, როცა ტირილი უნდოდათ, თავი დაექნიათ, როდესაც გაცხარებისგან უნდა აფეთქებულიყვნენ. მათ საკუთარი თავის ხელში აყვანა მობერზდათ - ხელები გაშალეს და ცოცხალი, მგრძნობიარე, ნამდვილი მე გაათავისუფლეს…


ისე ცხოვრობენ, როგორც სუნთქავენ: ხან გრიგალივით, ხან ნელა და ნაზად, ძლივს რომ გაიგონებ, ხანაც აჩქარებით და აზარტულად… ცხოვრების რიტმში სუნთქავენ და ცხოვრობენ სუნთქვის რიტმში. როგორც იქნა, 40 წლის შემდეგ მათ ეს გამოუვიდათ: ცხოვრება სიცოცხლის რიტმის კვალდაკვალ.



image


40 წლის ასაკში ქალები საშინლად ცნობისმოყვარენი არიან. როგორღაც ისე აღმოჩნა, რომ ეტაპის “კი, თავადაც ყველაფერი მშვენივრად ვიცი”-ს შემდეგ “გარშემო იმდენი საკაიფო რამეა!” - ცეკვა, იოგა, ტრენინგები, მოგზაურობა, კულინარია… ისინი ქმნიან ცხოვრებას, სუნთქვასავით გახსნილი ტალანტების აღმოჩენით ტკბებიან, ხატავენ ნახატებს, თეფშებს… მთებს იპყრობენ და მათ ყველაფერი გამოსდით.


40 წლის ასაკში ქალები სულაც არ არიან დეიდები. გრძელ კაბებს იმიტომ ატარებენ, რომ ეს ძალიან ლამაზია. მოკლე კაბებიც აცვიათ და ჯინსებიც. ბიჟუტერიაც უყვართ, ბებიების ნაქონიდან დაწყებული ინდურით დამთავრებული, ძვირფას სამკაულებს კი ზარდახშაში ყრიან. მათ ხომ უკვე აღარ სჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ “ბრილიანტებიც აქვთ”. მათთვის უკვე მნიშვნელოვანია ის, რაც მოსწონთ. მათ არაფრის ცოდნა სურთ “მოდურის”, “ტრენდებისა” და “ამ სეზონის” შესახებ. მთავარია, მათ რა ელამაზებათ. და ამ სილამაზეში ძალიან ბევრი ქალური, თბილი და აუჩქარებელია.


image


40 წლის ასაკის შემდეგ გოგონები უკვე აღარ ითვლიან კალორიებს. იმიტომ, რომ სიყვარული, ინტერესი, მოძრაობა, აზარტი, შთაგონება… ფიტნეს-დარბაზებსა და პლასტიკურ ქირურგიაზე გაცილებით ეფექტურია. სწორედ ამიტომაც არიან ისინი ასეთი ლამაზები…


40 წლის ასაკის გოგონებმა უკვე დიდი ხანია ყოველგვარი ტაიმ-მენეჯმენტი, სამოტივაციო და ტრანსფორმაციული სფიჩები უკან მოიტოვეს. მათ თითოეული წუთის ფასი იციან, არსად აგვიანებენ, ყველაფერს ასწრებენ, რადგან არსად ეჩქარებათ.


image


ისინი არ ცდილობენ რაღაცის მიღწევას
ისინი არ იბრძვიან რაღაც მიზნებისთვის
და არ ცდილობენ რაღაცის მოპოვებას
ისინი უბრალოდ ცხოვრობენ
და ზუსტად იციან, რომ კიდევ 40 წლის შემდეგ ყველაფერი გაცილებით საინტერესო იქნება…


ასევე ნახეთ:


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სიყვარული დიდხანს გასტანს


7 რამ, რაც ქალს გაცილებით მიმზიდველს ხდის, ვიდრე ნებისმიერი მაკიაჟი


ქალი, მამაკაცის ანარეკლია, თუკი სიგიჟემდე შეიყვარებ, გახდება კიდეც ამის ღირსი - ბრედ პიტი


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს


"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
5636
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
5636
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0