x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97369
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459360
თემო სახურია “მითი თუ სინამდვილე _ატლანტიდა”
image



ყველაზე ჩამოყალიბებული სახით მაღალგანვითარებული ცივილიზაციის დიდი კატასტროფის შედეგად დაღუპვის ფაქტი პლატონს აქვს აღწერილი თავის “ტიმეოსში” და განსაკუთრებით “კრიტიასში”. ამბავი, რომელსაც ძვ.წ.ა IV საუკუნის ფილოსოფოსი გადმოგვცემს, მისი თქმით, ეგვიპტეში მოუსმენია ცნობილ ათენელ პოეტს და პოლიტიკურ მოღვაწეს სოლონს, მისი იქ მოგზაურობისას დაახლოებით ძვ.წ.ა 590 წლისთვის, შემდგომ იგი ნათესავების წრეში თაობიდან თაობაში გადაეცემოდა, ვიდრე პლატონი საბოოლოოდ მოახდენდა მის ფიქსაციას.


ატლანტიკის ოკეანეში ძველის_ძველად არსებობდა ვებერთელა კუნძული ატლანტიდა, ძალზე მაღალგანვითარებული ცივილიზაციით, ატლანტიდა გამხდარა დიდი გეოლოგიური კატასტროფის მსხვეპლი. პლატონის ეს ცნობა უკვე კარგა ხანია იპყრობს ყურადღებას, ერთნი მასში ფილოსოფოსის ფანტაზიით შქმნილ არარეალურ ქვეყანას ხედავენ, რომელიც პლატონს საკუთარი უტოპიის სახელმწიფოს მოდელის გასამართლებლად მოუგონებია, მეორენი ფიქრობენ, რომ ამ ცნობაში აირეკლა რეალური ისტორიული ფაქტი, რომელიღაც კუნძულზე მომხდარი კატასტროფა.


პლატონი ატლანტიდის სახელმწიფოს შესახებ ცნობებს პირველად დაახლოებით ძვ. წ.-ით 360 წელს დაწერილ თავის დიალოგში – “ტიმეოსი” – წარმოგვიდგენს (3, 24ე–25ა), რომელშიც ოთხი მთხრობელია გამოყვანილი: სოკრატე, ტიმეოსი, კრიტიასი და ჰერმოკრატე.



პლატონიც მეორე დიალოგი “კრიტიასი” ითვლება “ტიმეოსის” გაგრძელებად. მასში თხრობას კრიტიასი იწყებს შემდეგი სიტყვებით: „ცხრა ათასამდე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰერაკლეს სვეტების გაღმა-გამოღმა მცხოვრებთ ომი ჰქონდათ ერთმანეთში” (3, 108е-109ბ). იმ ხანად ორი სახელმწიფო არსებობდა – საბერძნეთი და ატლანტისი. სხვა ხალხები ერთ-ერთ მათგანს ემორჩილებოდნენ; „ერთ მხარეს ეს ქალაქი ედგა სათავეში, ხოლო მეორეს კუნძულ ატლანტისის მეფენი წინამდგომობდნენ.“


ამგვარი წყობილების მეშვეობით მათ მიაღწიეს საზოგადოებრივ კეთილდღეობას, სამართლიანობას და მისივე წყალობით ათენს გაუმარჯვნია ისეთ ძლიერ მეტოქესა და მტერზე, როგორიც ატლანტისი იყო. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, პლატონი თავის თანამედროვე ათენურ დემოკრატიას მმართველობის უმაღლეს და იდეალურ ფორმად აღარ მიიჩნევდა და მისი პოლიტიკური გემოვნებაც ყოველივე ამის გათვალისწინებით სრულებით გასაგები ხდება.


პლატონის ატლანტიდა იყო გაფრთხილება თავისი თანამოძმე ათენელებისთვის, რომ სიმდიდრესა და ძალას მივყავართ განადგურებამდე, თუ ისინი სათნოებით არ გავამყარეთ, ისტორიკოსი ბეთანი ჰიუსი წერს: “ პლატონის ატლანტისის ლეგენდა ემყარება ადამიანის ბუნების ძირეულ უარყოფით თვისებებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დიადები, რომ შეგვიძლია მივისწრაფოდეთ წარმატებისკენ, მაგრამ გვიწერია დაცემა და ეს არის ის რასაც მისი ატლანტისის ისტორია გვიყვება, ეს არის პოლიტიკური ალეგორია, ზნეობრივი იგავი.”


პლატონმა შესანიშნავად იცოდა, თუ რა პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობდა მის სამშობლოში და თავის შრომებში ხშირად მიუთითებდა ხოლმე, რა გზებით შეეძლო საბერძნეთს ძველი დიდება დაებრუნებინა. ამასთან, უნდა ვიფიქროთ, რომ თავად პლატონი პოლიტიკურ ბრძოლებში არ იღებდა მონაწილეობას. „ოცდაათ ტირანს“ შორის უმთავრესის _ კრიტიასის დამარცხების შემდეგ იგი თავის ქალაქს გაეცალა. თორმეტი წელი აღარ ყოფილა ათენში, ამ ხნის განმავლობაში ბევრს მოგზაურობდა, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო სახელმშიფოებში, კერძოდ, ეგვიპტესა და სირაკუზაში. ეგვიპტეში გაეცნო მმართველობის უძველესს და მისი აზრით, ყველაზე მისაღებ ფორმას, რომლის დანერგვაც სცადა შემდეგ სიცილიაში. ეგვიპტეში მრავალი ბერძენი მოაზროვნე იყო განსწავლული, მათ შორის, პლატონის მონათხრობის თანახმად, ეგვიპტელ ქურუმებს უჩვენებიათ ეგვიპტის, საბერძნეთისა და ატლანტისის შორეულ წარსულთან დაკავშირებული წერილობითი საბუთები.


ატლანტისის შესახებ ცნობები პლატონმა ეგვიპტეში ყოფნიდან თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ დაწერა. ჩვენ არ ვიცით, თავად პლატონი თუ გაეცნო ეგვიპტეში ყოფნისას ატლანტისთან დაკავშირებულ საბუთებს, რომელიც, თავის მხრივ, სოლონსაც აჩვენეს. ყოველ შემთხვევაში, მის შრომებში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი, რაც საეჭვოს ხდის მისი მონათხრობის უტყუარობას. შეიძლება ისეთი ვარაუდიც დავუშვათ, რომ ატლანტისის დაღუპვის საიდუმლო პლატონს ეგვიპტეში გამგზავრებამდე დიდიხნით ადრეც სცოდნოდა.


პლატონის პირველი ოპონენტი, როგორც ჩანს, მისივე მოწაფე არისტოტელე უნდა ყოფილიყო. მან მასწავლებლის სიცოცხლეშივე განაცხადა, რომ დაღუპული კონტიტენტის მთელი ამბავი მას თავიდანვე შეუთხზავს, რათა მის ფონზე უფრო მოხერხებულად ექადაგა თავისი პოლიტიკურიდა ფილოსოფიური შეხედულებები, ამდენად, მისი ბრალდება პირდაპირ მიმართულია პლატონის თეორიის სრული სიცრუის წარმოსაჩენად, უფრო მეტიც, არისტოტელეს თანახმად, პლატონს ბოროტად გამოუყენებია თავისი ნათესავისა და მეგობრის – კრიტიასის სახელი, რომლის პირითაც მოგვითხრობს მთელს ამ ამბავს და ასევე, მას უსარგებლია „შვიდთა ბრძენთაგან ბრძენთა ბრძენის“ სოლონის ავტორიტეტითაც.


ლ.ზიდლერი წერს: “ დაუკვირდით ამ ბრალდების უჩვეულოდ მკვეთრ ფორმულირებას, ის კი არ თქმულა_გაგონილი მითი თავისი იდეების გამოსახატავად გამოიყენაო, არამედ შეთხზაო. ამრიგად არისტოტელემ არა მარტო აღნიშნა ატლანტისის ამბის სიყალბე, არამედ, ამასთანავე, პლატონს ბრალი დასდო უკიდურესი სიცრუის მოგონებაში, თუ კი არისტოტელეს ნათქვამს ჭეშმარიტებად მივიჩნევთ, მაშინ, პლატონს მართლაც ბოროტად გამოუყენებია თავისი ნათესავის და მეგობრის კრიტიასის სახელი, რომლის პირითაც მოგვთხრო მთელი ამბავი ჩვენთვის ცნობილ დიალოგში. გარდა ამისა, მას ბოროტად გამოუყენებია აგრეთვე “შვიდთა ბრძენთაგან ბერძენთა ბრძენის”, ყველა ბერძენის სიქადულის სოლონის სახელიც.”


უძველეს სამყაროშ არისტოტელეს დიდი ავტორიტეტი, გავლენას ახდენს, მრავალ მოდევნო მკვლევარების მოსაზრებაზე, ატლანტისის არსებობის შესახებ, შესაძლებელია სხვა მასალების გაუჩინარება ატლანტისზე იმით არის გამოწვეული რომ, ისინი მას ღირებულად არ თვლიდნენ. არისტოტელეს ბრალდებიდან მოყოლებული, ატლანტიდის არსებობის მოწინაამღდეგე მკვლევარები დღემდე იშველიებენ არგუმენტად, იმ ფაქტს რომ, ატლანტისის შესახებ ამბავი არ გვხვდება არც ერთ ბერძნულ და არც სხვა ხალხების ლეგენდებსა და თქმულებებში, არც არავის უნახავს სოლონის ჩანაწერები, არც ეგვიპტური წყაროები სადაც ერთი სიტყვა მაინც იქნება ნათქვამი ატლანტისზე, თუ არ ჩავთვლით ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსის პროკლეს ცნობას რომლის მიხედვითაც პლატონის სიკვდილიდან ასი წლის შემდგომ, ატლანტისის შესახებ ჩანაწერები საისში, ქალღმერთ ნეითის ტაძარში უნახავს ბერძენ კრანტორ სოლელს, რამდენად სარწმუნოა ეს ფაქტ მკითხველმა განსაჯოს.


არისტოტელე, სტრაბონი და პლინი ვარაუდობდნენ, რომ ატლანტიდა იყო მხატრული ალეგორია რომლის მიხედვითაც პლატონის მიზანი იყო მისი იდეების გადმოცემა, მოგვიანებით კი პროკლემ და სხვა ნეოპლატონისტებმა სერიოზულად მიიღეს ეს ზღაპარი, პლატონის ზღაპრისა და მისი მემკვიდრეების კომენტარების გარდა, არ არის სხვა წყარო ატლანტისის შესახებ, ბერძნულ_რომაულ, ეგვიპტურ და ბაბილონის ლიტერატურაში.L.Spragu de comp “Lost Continents”


პლატონამდე ბერძნული წყაროები ერთხმად დუმან ატლანტისზე, ამ ფაქტს პლატონიც აღიარებს თავის დიალოგში კრიტიასის პირით, ამ გვარი წყაროები რომ არსებულყო “ შვიდთა ბრძენთაგან ბერძენთა ბრძენი” სოლონი როდი გაოცდებოდაო საისში ამ ამბის მოსმენისასო.


თუ დავუშვებთ იმ ფაქტს რომ, ეგვიპტურ პაპირუსებზე ნამდვილად იყო დაწერილი ცნობები ატლანტისის შესახებ, სავარაუდოდ ის ალექსანდრიის ბიბლოთეკის დაწვას ვერ გადაურჩებოდა, რომეილიც იულიუს კეისრის ალყას მოყვა, თუმცა როცა პროკლე კრანტორის მონათხრობს გადმოგვცემდა ალექსანდრიის ბიბლოთეკა უკვე განადგურებული იყო, ბიბლოთეკაში არსებული ჩანაწერები გაანადგურეს 415 წელს ეპისკოპოსი კირილის მიერ წაქეზებულმა ფანატიკოსების ბრბომ. ასევე რომაელთა ბატონობის პერიოდში როგორც საბოლოო ნადავლი გაზიდეს რომში, სავარაუდოდ იქიდან შემორჩენილი ჩანაწერები დღეს ალბათ ვატიკანის არქივში ინახება, სწორედ ამ წყაროებზე დაყრნობით ხომ არ ხემძღვანელობდა კათოლიკური ეკლესია, რომლის ოფიციალური პოზიცია, იყო ის რომ ისინი სრულებით იზარებდნე არისტოტელეს მოსაზრებას, მათ პლატონის არ სჯეროდათ.


წესით ამ ყველაფერს უნდა დაესრულებინა ყოველგვარი კამათი ატლანტისის არსებობის შესახებ, თუმცა კი ატლანტოლოგები თვლიან რომ, არისტოტელე უბრალოდ სხვა პოლიტიკური შეხედულებების იყო და არ იზიარებდა მისი მასწავლებლის შეხედულებებს. მაგრამ არისტოტელე ამბობდა “პლატონი არის ჩემი მეგობარი, მაგრამ სიმართლე უფრო ძვირია”.


ამერიკელი მეცნიერის დანიელ დუბროვსკის მოსაზრებით, ატლანტის იყო მხოლოდ ძლიერი ლიტერატურული მითი, რომელიც გამოგონილ იქნა პლატონის მიერ, ატლანტისის იყო პლატონის მიერ დანახული იდეალური სახელმწიფო, ერთადერთი ადგილი სადაც შეიძლება აღმოჩნდეს ატლანტისი, პლატონის შემოქმედების გარდა არის პლატონის წარმოსახვითი სამყარო, მისი ფანტაზია. “პლატონის მითი ატლანტისი, არ წარმოადგენს უძველესი საზოგადოების ისტორიულ ანგარიშს, არამედ თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიულ იგავში. Critias Cameron Karl (The Real Atlantis Historical Parable ).


მეცნიერთა მეორე ჯგუფს ისინი მიეკუთვნებიან, რომლებსაც პლატონის მონათხრობი თავიდან ბოლომდე უტყუარ ამბად მიაჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტი ფაქტობრივი მასალა ჩნდება, რაც დამატებითი არგუმენტებით ამყარებს ამ უკანასკნელთა პოზიციას იმის შესახებ, რომ ატლანტისის ცივილიზაცია რეალურად ნამდვილად არსებობდა შორეულ წარსულში.


მიხეილ ბუდარინი თავის წიგნში “ატლანტისის განადგურების საიდუმლო და თანამედროვე მეცნიერება” ამტკიცებს რომ პლატონის ცნობა ატლანტიდაზე არ არის აღიარებული სამეცნიერო მტკიცებულება ატლანტისის უტყუარ არსებობის, არ იმიტომ რომ არ არის ნაპოვნი წერილობითი თუ არქეოლოგიურ, გეოლოგიური მტკიცებულება ატლანტისის არსებობის, არამედ იმიტომ რომ რადიკალურად შეიცვლება ისტორიული მეცნიერება, საჭიროება იქნება სახელმძღვანელოების გადაწერა, სადაც ისტორია იწყება შუმერიდან”. უძველეს წყაროებში ხშირად გხვდება დასავლეთიდან “ზღვის ხალხების” მიერ ევროპისა და აფრიკის კონტინენტებზე შემოჭრის ფაქტები, ამ რეგიონებში მცხოვრები ხალხის ლეგენდები, ჩანაწერები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ შემოჭრის ფაქტს. ეგვიპტური ქრონიკები აღწერს “ზღვის ხალხის” საიდუმლო თავდასხმებს, საინტერესოა რომ უძველესია კელტური ტომები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათი წინაპრები კონტინენტზე მოვიდნენ, როემლიც “დასავლეთის ზღვაში” ჩაიძირა.


ელიანი თავის წიგნში “Historia varia” ფილოსოფოს თეოპომპიუსზე დაყრდნობით აღწერს ფრიგიის მეფე მიდასას და ნახევარ ღმერთ სილენომს შორის საუბარს, სადაც სილენომი მიდასს უყვება რომ „ევროპა, აზია და აფრიკა კუნძულებია ოკეანით გარსშემორტყმული, და რომ ამ სამყაროს მიღმა არის კიდევ ერთი კუნძული, სადაც უამრავი ქალაქებია, უყვება რომ ამ კუნძულის 10 მილიონიანი არმია ცდილობდა ოკეანის გადმოცურვას და ჩვენს სამყაროში შემოჭრას. მაგრამ მათ მხოლოდ ჰიპერბორეელების მიწას მიაღწიეს, მაგრამ როცა ნახეს თუ როგორ უბედურად ცხოვრობდნენ ჰიპერბორეელები, მათ უარი თქვეს ყოველგვარ აგრესიულ განზრახვებზე და დაბრუნდნენ სახლში“.


მრავალი ატლანტოლოგი, მათ შორის ნ.ფ.ჟიროვიც თვლიდნენ რომ ეს პლატონის გადმოცემების პირდაპირი დასაბუთებაა, თუმცა მრავალი ანტიკური ლიტერატურის სპეციალისტი თვლის რომ თეოპომპეუსი უფრო ფანტასტიური ისტორიების ავტორია ვიდრე ისტორიკოსი მეცნიერი. თუმცა კი ერთი რამე გაუგებარია, რატომ გამოიყენებდა თეოპომპეუსი პლატონის ისტორიას და არ გამოიყენებდა მის დასახელებას? ხოლო თუ იმას ვიტყვით რომ ეს ყველაფერი ავტორის გამონაგონია და არ გადაუწერია მას პლატონისგან, მაშინ გამოდის რომ პლატონს და თეოპომპეუსს ზუსტად ერთნაირი ფანტაზია ჰქონიათ.


ჰეროდოტე ერთ ერთ თავის წიგნში აღწერა ატლანტები, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში: ციტატა „ამ მარილიან ტბასთან არის მთა, რომელსაც ჰქვია ატლასი, იგი ყველა მხრიდან ვიწროა და ისე მაღალია რომ მისი მწვერვალი არასოდეს არ ჩანს, ირგვლივ შემორტყმული ღრუბლების გამო. ადგილობრივები ამბობენ რომ მთა ცას ებჯინება, სწორედ ამ მთიდან მიიღეს სახელი ამ ადგილობრივებმა და ატლანტებად იქნენ წოდებულნი. ამბობენ რომ ატლანტები არ ჭამენ არაფერს რაც ცოცხალია, არასოდეს ხედავენ სიზმრებს..“


არის მოსაზრება რომ პლატონმა თავის დიალოგებში მოხსენიებული ცივილიზაციის სახელი სწორედ ამ წიგნიდან გადმოიღო.


1979 წელს დასავლური და საბჭოთა პრესა სენსაციური ამბავს აცნობდა საზოგადოებას “რუსებმა ატლანტისი აღმოაჩინეს” პრესაში ვრცელდებოდა ფოტო, სადაც ჩანდა ვერტიკალური ქედები, რომლებიც დანგრეულ ქალაქის კედლებს გავდა, წყაალქვეშა სურათები მოსკოვის უნივერსიტეტის აკადემიკოსის პეტროვსკის კვლევითი გემით იყო გადაღებული, თუმცა მოგვიანებით 1982 და 1984 წლებში განხორციელებული ექსპედიციამ პირველი შთაბეჭდილებები არ დადასტურდა, ერთ_ერთი კედლიდან ორი ქვა საკმაოდ რეგულარული ფორმის იყო, თუმცა ანალიზმა აჩვენა რომ ქვა არ იყო ადამიანის ხელით შექმნილი. 1982 წელის ექსპედიციის “არგუსის” ეკიპაჟის მეთაური გეოლოგიისა და მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ა. გოროდნიცკი წერდა: “ სავარაუდოდ, ქვა გაყინული ლავაა, ვულკანის ბზარებიდან გადაყრილი”.



უამრავი თეორია არსებობს იმაზე თუ რა მოუვიდა ატლანტიდის ცივილიზაციას, რომელზეც პლატონი წერდა. უძველესი თეორია რომ თითქოს ატლანტიდა ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა, უარყვეს მას შემდეგ რაც ოკეანეების ფსკერები გამოიკვლიეს. არსებობდა მოსაზრებაც რომ ის ინგლისის სანაპიროებთან იყო, ან ჰავაისთან ახლოს. სულ ბოლო თეორია, განავრცეს რანდ და როუზ ფლემ–აზებმა, თვიანთ წიგნში „როცა ცა ჩამოიქცა“, ისინი საუბრობენ რომ ატლანტიდა დღესაც არსებობს– ანტარქტიდის ყინულოვანი მასის ქვეშ.


თუმცა მეცნიერებისთვის დღესაც გაუცემელია კითხვაზე პასუხი სინამდვილეში არსებობდა თუ არა ატლანტიდა.



გამოყენებული ლიტერატურა:

1. ლ. ზაიდლერი, ატლანტისი, თბილისი, „ნაკადული“, 1972.

2. Д. В. Панченко, Платон и Атлантида, Ленинград, “Наука”, 1990.

3. Платон, Сочинения в трех томах, том 3, часть 1, Москва, «мысль», 1971.

4. L. Sprague de Camp _ Lost Continents

5.Critias Cameron Karl (The Real Atlantis Historical Parable )

0
145
შეფასება არ არის
ავტორი:ანდრია კოლხი
ანდრია კოლხი
145