ფილოსოფია რიცხვების მაგია ანუ შემთხვევით არაფერი ხდება 2012, 31 ივლისი, 11:29 არსებობს მოსაზრება, რომ ბანქოს დასტა დაუფიქრებლად და შემთხვევით არ არის შედგენილი, რადგან 52 კარტი ერთ წელიწადში შემავალი კვირების რიცხვს აღნიშნავს, 4 "მასტი" - წელიწადის ოთხ დროს, ყოველი "მასტი" 13 კარტისგან შედგება - ამდენივე კვირაა წელიწადის ყოველ სეზონში, 52 კარტის ქულების ჯამი კი 364-ს უდრის, ანუ თითქმის(ერთის გამოკლებით) წელიწადის დღეების რაოდენობას! მე -14 საუკუნის კარტზე გამოსახულ მეფეებს რეალური პროტოტიპები ჰყავდათ : ყვავის მეფე იუდეველთა მეფე დავითი გახლდათ, გულის მეფე ფრანკების მეფე კარლ დიდი იყო, იულიუს კეისარი - აგურის მეფე, ხოლო ალექსანდრე მაკედონელი - ჯვრის მეფე! 972 2-ს მოსწონს
|