x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ცნობილი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოფილების "ორეულებს“ ხვდებიან

image


ფსიქოლოგების აზრით, სერიოზული ურთიერთობისთვის ჩვენ საკმაოდ ხშირად ვირჩევთ ყოფილი პარტნიორების მსგავს ტიპაჟებს, რომლებიც ჩვენს ყოფილ შეყვარებულებს, როგორც გარეგნობით, ასევე ხასიათითაც ძალიან ჰგვანან. ამ შემთხვევაში არც ვარსკვლავები არიან გამონაკლისები. ფსიქოლოგების ზემოთხსენებული მოსაზრების სისწორეში რომ თავადაც დავრწმუნდეთ, გთავაზობთ ცნობილი ქალბატონების ყოფილ და ახლანდელ მეორე ნახევრებს, რომლებიც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. მაშ ასე...



მეგან მარკლი


პრინცი ჰარი, სასექსის ჰერცოგინიასთვის მეორე მეუღლეა. მეგანი პირველად დაქორწინებული ამერიკელ პროდიუსერ- ტრევორ ენგელსონზე იყო - ალბათ, დამეთანხმებით რომ ის, ელიზაბეტ II - ის საყვარელ შვილიშვილს ძალიან ჰგავს!


image



ვინეთ პელტროუ


ჰოლივუდის მსახიობის პირად ცხოვრებაში ორი ბრედი არსებობდა: ფელჩაკი და პიტი. მეორესთან ოჯახის შექმნას ცოტა დააკლდა, თუმცა, ნიშნობა გვინეთმა თავად ჩაშალა. ისინი ერთმანეთს 1994 წლიდან 1997 წლამდე ხვდებოდნენ. რაც შეეხება, ბრედ ფელჩაკს მათ აქტიური შეხვედრები 2014 წლიდან დაიწყეს, ხოლო, ერთმანეთს თავიანთი ბედი საბოლოოდ, შეყვარებულებმა უკვე გასული წლის სექტემბერში დაუკავშირეს. არ ფიქრობთ რომ მსახიობის ამჟამინდელი მეუღლე ბრედ პიტს იერით ძალიან ჰგავს?


image


ჯიჯი ჰადიდი


ამერიკელმა ტოპ- მოდელმა ჯიჯი ჰადიდმა ჯო ჯონასთან დაშორების შემდეგ, ახალი რჩეული მალევე იპოვა - და ეს ბრიტანელი ზეინ მალიკი აღმოჩნდა. ბიჭებს გარეგნობის გარდა, შოუ - ბიზნესიც აერთიანებს. ორივე მათგანი არც თუ ცუდი მომღერალია, ხოლო მათ შორის მსგავსება შეუიარაღებელი თვალითაც მშვენივრად ჩანს, მოშვებული პატარა წვერიც კი მათ თითქმის ერთნაირი აქვთ.


image



კეტი პერი



თუკი 34 წლის მომღერლის ყველა რჩეულს ყურადღებით დააკვირდებით, ერთ საინტერესო დასკვნას გააკეთებთ: ორლანდო ბლუმი, ჯონ მეიერი, რასელ ბრედი - მსგავსება თვალშისაცემია, რას იტყვით?


image



0
221
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
221