x
საჯარო ლექციები ლიტერატურაზე ,,პორტრეტები“ ლაშა გვასალიასთან ერთად დაიწყო

დაიწყო პროექტი საჯარო ლექციები ლიტერატურაზე “პორტრეტები.“ მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ზედაეწერის სასოფლო ბიბლიოთეკაში პირველი შეხვედრა გაიმართა, პოეტმა და ლიტერატურათმცოდნე ლაშა გვასალიამ მკითხველების მოთხოვნით ისაუბრა გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიულ პორტრეტზე, განიხილა მისი შემოქმედება. მკითხველებმა წაიკითხეს გალაკტიონის ლექსები, მათ მიეწოდათ ინფორმაცია ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაცული აუდიო წიგნის შესახებ, შეხვედრის ბოლოს მოისმინეს ჩანაწერი, რომელშიც გალაკტიონი კითხულობს ლექსს “მთაწმინდის მთვარე.“ საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტი ხორციელდება მწერალთან და ლიტერატურათმცოდნესთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალიასთან თანამშრომლობითა და მისი მონაწილეობით. პროექტის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში კითხვის ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება. ბიბლიოთეკის პოპულარიზაცია. საჯარო ლექციები ჩატარდება ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სასოფლო ბიბლიოთეკებში.image

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0