x
მეტი
  • 23.10.2019
  • სტატია:95839
  • ვიდეო:343168
  • სურათი:457805
როგორ ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა შეექმნა სამოთხე დედამიწაზე,რეალურად კი საკუთარი ხალხი სიღატაკამდე მიიყვანა

image

ჩრდილოეთ კორეა ეს არის გაპარტახებული ქვეყანა სადაც შიმშილი და დიქტატურა სუფევს, ხოლო სამხრეთ კორეა არის სამოთხე Samsung- ით, K-pop-ით და დემოკრატიით. ასე განიხილავენ და განსჯიან ანტი-კიმის პროპაგანდაზე გაზრდილი ადამიანები. იმავდროულად, რეალობა გაცილებით უფრო რთული და საინტერესოა.



50-იანი წლების ბოლოს, ჩრდილოეთ კორეის პირველმა ლიდერმა კიმ ირ სენმა საბოლოოდ ჩაიგდო ხელში ხელისუფლება ქვეყანამ დაიწყო დანგრეული ეკონომიკის აღდგენა. ომის შედეგად განადგურებულმა ქვეყანამ(განსაკუთრებით ამერიკულმა დაბომბვამ)უზარმაზარი ზარალი გამოიწვია . მარტო 1953 წელს სამრეწველო წარმოებამ შეადგენდა 1949 წლის მრეწველობის მოცულობის 64 პროცენტი.

image

ეროვნულ ეკონომიკაში მდგომარეობა სავალალო იყო და უკვე 1957 წლიდან დაიწყო ქვეყანაში სპეციალური ტალონების შემოღება: სწორედ, რომ ჩრდილოეთ კორეელები დღემდე ძირითადად მატერიალურ სიმდიდრეს ტალონებით იღებენ. ბუნებრივია, მოქალაქეების უფრო პრივილეგირებულ ჯგუფებს აქვთ სპეცშეკვეთები(საბჭოთა ნომენკლატურის სპეციალური რაციონის ანალოგიით) და პრემიები, რომლებიც ფორმდება, როგორც დიდი ბელადის საჩუქარი. რაც შეეხება ხელფასს, ეს არასდროს თამაშობდა დიდ როლს: შემოსავალის მხოლოდ 30 პროცენტი გადაეცემა ხელზე, დანარჩენი ობლიგაციებზე, სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებში და სხვა „დეპოზიტებზე“ ნაწილდება.


პირველი სამწლიანი და შემდეგ ხუთწლიანი გეგმები ძირითადად გაწერილი იყო მძიმე მრეწველობის განვითარებაზე, მეტწილად საბჭოთა კავშირის და ჩინეთის დახმარებით. პარალელურად, კოლექტივიზაცია მიმდინარეობდა სოფლის მეურნეობაში.


მაგრამ ჩრდილოეთ კორეა არ იქნებოდა ჩრდილოეთ კორეა, თუ იგი არ შეეცდებოდა ეკონომიკის აღდგენას საკუთარი გზით. 60-იანი წლებიდან მან უარი თქვა პროფესიონალთა მომსახურებაზე.

ეს ყველაფერი დაიწყო, ჩვეულებრივ, ბელადისგან.ერთხელ კიმ ირ სენმა რამდენიმე დღე "უხელმძღვანელა" ჯერ სოფლის კომუნას, შემდეგ კი ელექტრომექანიკური ქარხანაში "წაიმუშავა" ფხენიანის მახლობლად. შედეგად, დაიბად ”ჩონგსანრის მეთოდი” და ”ტეანის მუშაობის სისტემა”: კიმს მიიჩნდა, რომ ეკონომიკის მართვა არ უნდა ეყრდნობოდეს პროფესიონალებს, რომლებიც რეალობას მხოლოდ ობიექტური გამოთვლების საფუძველზე აფასებენ.

image


ბელადი თვლიდა, რომ, საკუთარი პროფესიონალიზმის ტყვეობაში მოქცეულს არ შეეძლო ხალხისგან მიეღო მოთხოვნა, რომ მას მისცემდნენ მთელ ძალაუფლებას და შეუძლებელს გააკეთებდა. მაგრამ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო პარტიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ლიდერი და ამიტომ აუცილებელი იყო "დირექტორული ავტოკრატიის "დასრულება, ხელმძღვანელობის კოლექტიური მმართველობითი ფუნქციები გადაცემოდა პარტიულ კომიტეტს.


ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უმჯობესია მიაწოდოს და უზრუნველყოს მუშები საკუთარი პარტიული რესურსებით. ფაბრიკა-ქარხნების მუშაობა უნდა იყოს ორიენტირებული არა მხოლოდ წარმოებაზე, არამედ მუშათა მაღალი პოლიტიკურ-იდეოლოგიური დონის უზრუნველყოფაზე და მათ აღზრდაზე.



როგორც ხვდებით, კიმი ეყრდნობოდა პარტიული კონტროლის განმტკიცებას საწარმოებში - ეს უზრუნველყოფდა ერთგულებას და მართვას - იგი საკუთარი ძალებით ცდილობდა ქვეყნის განვითარებას, გარე დახმარების გარეშე.

image

სამხრეთ კორეაში პაკ ჩონ ჰის რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის ფონზე და 1962 წლის კარიბის კრიზისის დროს, როდესაც სოციალისტური ბანაკის ქვეყნები და კაპიტალისტური დასავლეთი ბირთვული ომის ზღვარზე იდგნენ, კორეის კომპარტიის ხელმძღვანელობა იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარალელურ რეჟიმში ეკონომიკის და თავდაცვის მშენებლობის შესახებ - ”მთელი ქვეყანა ციხესიმაგრედ იქცეს. ”

იწყება მიწისქვეშა ნაგებობების მასიურად მშენებლობა - არა მარტო ბუნკერები ჯარისკაცებისთვის, არამედ ქარხნები მუშებისთვის, რომლის მუშაობაც საჰაერო დაბომბვის პირობებშიც კი შესაძლებელია.


ზედმეტი იქნება თუ ვიტყვით, რომ კიმ ირ სენის ეკონომიკურ სტრატეგიას საერთო არაფერი ჰქონდა ლოგიკასთან და ასახავდა მხოლოდ მის იდეალისტურ იდეებს, უაღრესად მოტივირებულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი გარემოების გადალახვა.


როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორიესთვის მუდმივი და პრინციპული გახდა ყველა ძალების და რესურსების მობილიზაცია. კიმი დარწმუნებული იყო, რომ ომისშემდგომი წლების შთაგონება, რომელსაც თან ახლდა ხალხის საქმიანობა ქვეყნის აღდგენის მიზნით, სამუდამოდ გაგრძელდებოდა, რომ ეს ბუნებრივია სოციალისტური საზოგადოებისთვის. ნათელია, რომ ამგვარი გახანგრძლივებული სტრესი აუცილებელ ზეგავლენას მოახდენდა მომავალზე.


მიუხედავად ამისა, 1960-იან წლებში ჩრდილოეთ კორეა შესამჩნევად უსწრებდა სამხრეთ კორეას მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებში. ტემპი, რომლითაც იგი ომის შემდეგ შენდებოდა, არ შეიძლება, რომ პატივისცემა არ იწვევდეს, სსრკ-ს და ჩინეთის მასშტაბური დახმარების მიუხედავად.


1965 წელს, კუბელი რევოლუციონერი ჩეგევარა სტუმრობდა ჩრ.კორეას რა დროსაც განაცხადა, რომ კსდრ არის ნიმუში, რომელსაც უნდა მიბაძოს კუბამ, უფრო მეტიც ეკონომისტებმა (მაგალითად, ჯოან რობინსონმა) პირდაპირ ისაუბრეს "ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური სასწაულის შესახებ".



აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს სამხედროების როლი ეკონომიკაში - კორეის სახალხო არმია თავისი ხანგრძლივი ჯარში მსახურებით ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც უნივერსალური საკადრო რეზერვი; საუკუნის სხვადასხვა სამშენებლო პროექტები სწორედ ფორმიანებმა განახორციელეს.


კსდრ არმიაში, რომელის რაოდენობაც ერთ მილიონი ადამიანზე მეტი იყო, ქვეყნის მოსახლეობის 4% მსახურობდა. ეს მიუთითებს არა მხოლოდ საზოგადოების მაღალ მილიტარიზაციაზე, არამედ იმაზეც, რომ ჯარი გაჯერებული იყო სამშენებლო ბატალიონებით და დამხმარე განყოფილებებით, რომლებიც რეალურად ახორციელებენ სამოქალაქო სამუშაოს. ამ გზით ქვეყანამ დაზოგა უამრავი თანხა და რესურსები.

image

1970-იანი წლების დასაწყისისთვის განვითარება შეწყდა: წარმოების გასაფართოებელი საკუთარი რესურსები ქვეყანამ ამოწურა, რომელიც ეყრდნობოდა როგორც საკუთარ, ასევე ომისშემდგომ მოძველებულ იაპონურ და საბჭოთა ტექნოლოგიებს. პარტმუშაკები რომლებიც დახელოვნდნენ პროდუქციის წარმოებაში, ყურადღებას არ აქცევდნენ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას: მათ შეძლეს არსებული დონის შენარჩუნება, მაგრამ არ შემოიტანეს ახალი ინოვაციები. გადამწყვეტი ფსონი ჯერ ისევ ადამიანის ფაქტორზე იყო დადებული, ხელისუფლების აზრით, რევოლუციური ენთუზიაზმით შეიარაღებული გამოცდილი მუშაკი ყველაფერს გააკეთებდა.


სწორედ ამ დროიდან გაჩნდა ნაპრალი ჩრდილოეთ და სამხრეთს კორეას შორის: კსდრ-მ ვეღარ შეძლო "მესამე ინდუსტრიული რევოლუციის" განხორციელება და ახალი სამრეწველო გარღვევისთვის აუცილებელი მოწინავე ელექტრონიკის წარმოების განვითარება.


ტრადიციულად, საერთოდ ყურადღება არ დაეთმო მსუბუქ მრეწველობას და სოფლის მეურნეობას: მათ მხოლოდ 90-იან წლებში დაიწყეს ამაზე ფიქრი.


1979 წლის ბოლოს, ჩრდილოეთ კორეაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტი სამჯერ ნაკლები იყო, ვიდრე სამხრეთ კორეაში, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქვეყანაში მოხდა დეფოლტი.


ამასთან, არ შეიძლება ითქვას, რომ არაფერი შეცვლილა. 1984 წელს მიღებულ იქნა კანონი ერთობლივი საწარმოთა შესახებ, რომელიც შექმნილი იყო ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოსაზიდად. მაგრამ იდეოლოგია აქაც ერეოდა: იკრძალებოდა თანამშრომლებისთვის პრემიებისა და ჯარიმების დაწესება, რადგან ეს ითვლებოდა კაპიტალისტურ ექსცესებად.


პიროვნულობის კულტისა და სხვა კოლორიტების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა არ იყო "ჯოჯოხეთი ჯოჯოხეთში". ამერიკელი ისტორიკოსი ბრიუს კუმინგსი აღწერს, თუ როგორ წავიდა 1987 წელს ბრიტანელი დოკუმენტური ფილმების შემქმნელთა ჯგუფი ფხენიანში.

ჟურნალისტებს წარმოდგენილი ჰქონდათ, რომ ეს იქნებოდა 1980-იანი წლების ირანის მსგავსი ქვეყანა: ანუ ხალხის ტოტალური შიში ხელისუფლების წინაშე და საეჭვო მანქანები, სავსე სპეცსამსახურების აგენტებით, რომლებიც ქუჩებში გადაადგილდებიან და ცეცხლსასროლი იარაღი სახლების ფანჯრებისკენ აქვთ მიშვერილი.


ისინი გაოცებულნი იყვნენ ფხენიანის სუფთა და ფართო ქუჩებით, თანამედროვე სახლებით, მეტროთი და ტროლეიბუსით, ზრდილობიანი მოძრაობის მარეგულირებლებით თუ ოფიციანტებით, ხოლო ქალაქის სახე, სინგაპურს უფრო მოაგონებდათ, ვიდრე მოსკოვს.

image

1988 წლის სეულის ოლიმპიადის ფონზე, ფხენიანმა 1989 უმასპინძლა ახალგაზრდებისა და სტუდენტების უკანასკნელ მსოფლიო ფესტივალს, რომლის მომზადებისთვისაც სახელმწიფო რეზერვებისგან დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები. მაგრამ კეთილდღეობა დასასრულს უახლოვდებოდა: წინ იყო სოციალისტური ბანაკის დაშლა და მძიმე კრიზისი. ამის შესახებ - შემდეგ გაგრძელებაში.....

image



image

კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა მსოფლიოში, ინფორმაცია მათ შესახებ მაშინ გაილევებს ხოლმე თუ რომელიმე ახალ იარაღს გამოცდიან ან თუ მეზობელ სამხრეთ კორეას მორიგ მუქარას გაუგზავნიან. თუმცა ჩრდილოეთ კორეა აქტიურად მეცნიერულ გამოგონებებზეც მუშაობს, რომლითაც ამაყობს ეს ჩაკეტილი ქვეყანა, თუმცა რამდენად მა...


10- "Melbourne Cricket Ground"-ტევადობა 100 018 კაცი.ეს გახლავთ ყველაზე დიდი სტადიონი ავსტრალიის კონტინენტზე და ყველაზე დიდი კრიკეტის სტადიონი მსოფლიოში.აშენდა 1854 წელს და იმის შემდეგ მრავალჯერ გადაკეთდა.1956 წელს იყო მელბურნის ზაფხულის ოლიმპიადის მთავარი არენა. 9- Darrell K Royal-ადრინდელი სახელი Texas Memorial Stadium-ტევადობა 100 119 კაცი, აშენდა 1924 წელს, სტადიონზ...


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, მეუღლესთან, ლი სოლ ჩჟუსთან ერთად ღამის ფხენიანის ქუჩებში ახალი ტროლეიბუსით გაისეირნა, ამის შესახებ იუწყება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო. ტროლეიბუსები დედაქალაქის ქარხანაში მზადდება, კორეის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ მოინახულა ქარხანა და აღნიშნა, რომ ეს ტროლეიბუსი უნდა გახდეს ფხ...


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ქვეყანაში ქრისტეშობის აღნიშვნა აკრძალა, ამის შესახებ The Sun იუწყება. ჩრდილო კორეელმა ხალხმა უნდა დაივიწყოს იესო ქრისტეს დაბადების შესახებ და თაყვანი ბებიაჩემ კიმ ჩენ სუკს უნდა სცენ, განაცხადა ტელეეთერით კიმ ჩენ ინმა. შეგახსნებთ, რომ კიმ ჩენ ინის ბებია მამის მხრიდან კიმ ჩენ სუ...


როგორც ცნობილი 27 აპრილის სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს სოფელ ფჰანმუჯომში, მოლაპარაკების მთავარი თემა ზონის დემილიტარიზაცია იყო.ამ ისტორიულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარ იქნება და მშვიდობის ახალი ერა დაიწყება.ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმადაც 65-წლიანი კონფლიქტი დასრულდა. აღსანიშ...

ჩრდილოეთ კორეაში დაიწყო მორიგი კამპანია სოციალისტური მორალის დაცვისთვის, როგორც Life იუწყება, ეს საკითხი ფართოდ განიხილებოდა ჩრ.კორეის და აშშ-ს ლიდერის შეხვედრის წინ. დასავლურ სამყაროსთან დაახლოება სასარგებლოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სოციალისტური მორალის პრინციპები, განსაკუთრებით ეს ეხება ქალის ჩაცმულობას-ასე გადაწყვიტა კიმ ჩემ ინმა დონა...


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოციალისტური ბანაკიდან მსოფლიოში ერთეული ქვეყნები დარჩნენ, რომლებმაც სოციალისტურ-კომუნისტური გეზით განაგრძეს არსებობა, მათ შორის კი უდავოდ უპირველესი ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელიც ძალიან წააგავს 1950- იანი წლების საბჭოთა კავშირს.კოლმეურნეთა და ბელადთა ძეგლებით, ლოზუნგებით, მყუდრო ქუჩე...

1
394
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
394
  
15 ოქტომბერი, 22:42
გსურთ იპოვოთ ქალი ერთი ღამით? მოდი --- www.Bredhot.Com
0 1 1