x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
თათია სამხარაძე: – „შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევ@@@ ბაია პატარაია!“
image
ტელეკომპანია იმედის ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე, რომელიც ჟურნალისტ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, უფლებადამცველ ბაია პატარაიას მიმართავს. თათია სამხარაძე „მთავარი არხის“ გადაცემას ეხმაურება, სადაც თამთა თოდაძეს 1 წლის წინანდელ ინციდენტზე დაუსვეს კითხვები. აღნიშნული „დაკითხვა“ ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა ბაია პატარაიამ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თამთამ ბრძოლის მეთოდად სწორედ ღიაობა აირჩია.
.
პასუხად თათია სამხარაძე საკუთარ პრობლემას იხსენებს და წერს, რომ ბაია პატარაია მის ზურგს უკან ქილიკობდა.

"სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული. ვფიქრობდი უფრო მაღლა უნდა დავმდგარიყავი შენზე, შენ არაპროფესიონალიზმზე, შენ არაეთიკურობაზეც და ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე იმ ბენეფიციარების მიმართ რომელთა შორისაც მეც ვიყავი.



ეხლა ეს გაპრავება რომ არ დაგედო, იქნებ არც არასოდეს მეთქვა საჯაროდ, მაგრამ და აი დადგა დრო ხმამაღლა ვთქვა, შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევეცი ბაია პატარაია!"


ბაიასი არა, მარი კურტანიძის დამსახურებაა ჩემი პირველ ინსტანციაში მოგებული საქმე. ბაიას დამსახურება ჩემს ზურგს უკან ჩემზე ქილიკი და სტერეოტიპების გამყარებაა. ჩემი სათქმელი ვთქვი მაშინ როცა საქმე წავიღე საფარიდან ბაიას აგდებული და ცინიკური დამოკიდებულების გამო. საქმეზე კითხვით როცა ვწერდი შენი თერაპევტი არ ვარო მპასუხობდა და საბოლოოდ ერთი თვე იყო გადაწყვეტილება გამოტანილი როცა არავინ თავი არ შეიწუხა და არც კი გამაგებინა ამის შესახებ.“ - წერს თათია სამხარაძე თავად ბაია პატარაიას კედელზე.


პოტს ბაია პატარაიას წყენა მოჰყვა, იქვე გამოეხმაურა და პასუხი დაუბრუნა. ბაია წერს, რომ ყველას წაშლის, ვინც ეს კომენტარი მოიწონა.



ბაია პატარაია: „ვინც ამ კომენტარს ალაიქებთ, უბრალოდ წაგშლით, არ გეწყინოთ. ასეთ არაადეკვატურობაზე პასუხი არ მაქვს. ყველამ თავისი სიმართლით იცხოვროს, კაცო, და დაე, ჩვენმა გაკეთებულმა საქმეებმა ისაუბრონ ჩვენსავე ღირებულებებზე. არასოდეს ვინანებ იმ აუარება ზღვა შრომას, რაც მე და ჩემმა არაჩვეულებრივმა თანამშრომლებმა თათიას საქმეში ჩავდეთ“.


0
420
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0