x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გორში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი,რომელიც ქალს შანტაჟის გზით ფულს სძალავდა
image

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს 1993 წელს დაბადებული ლ.მ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლ.მ.-მ სოციალური ქსელით გაიცნო ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა.შემდეგ კი ქალმა საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.

" ამის შემდეგ, ლ.მ. ქალს მათი მიმოწერისა და აღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის არგასაჯაროების სანაცვლოდ, აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებ-გვერდის საკუთარ ანგარიშზე, გამოძალვის გზით, ფულს სისტემატურად არიცხინებდა.


გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს"-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0