x
გიორგი სიჭინავს წიგნის "უტუ მიქას" პრეზენტაცია

�დღეს ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში, გაიმართა ცნობილი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის და ეროვნული მოძრაობის ღირსეული წარმომადგენლის გიორგი სიჭინავას რომანის “უტუ მიქა” -ს პრეზენტაცია. გამომსვლელებმა, ლიტერატორებმა, მწერლებმა, პოეტებმა და მკითხველებმა ისაუბრეს რომანის მნიშვნელობასა და მწერლის მხატვრულ და ფილოსოფიურ მიდგომაზე გმირისა და პერსონაჟების ხასიათების გარშემო. საყურადღებო გახლდათ მწერლების: ლაშა გვასალიას, გია ხუბუას, ჯემალ შონიას, ზეინაბ სარიას, პუბლიცისტის მურმან ზაქარაიას და ფილოსოფიის დოქტორის, აკადემიკოს კახა ქეცბაიას შეფასებები, როგორც პიროვნულად მწერლისა, ისე უტუ მიქავას, როგორც იტორიული პიროვნების გამხატვრულების თაობაზე. ბატონმა ლაშა გვასალიამ საინტერესოდ ისაუბრა რომანის, როგორც ჟანრობრივი პროდუქტის, ისე მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობის შესახებ და გმირის ერთ- ერთი პერსონაჟი ვაღურია ქარდა მწერლის პროტოტიპად, უტუ მიქას მეორე სახედ წარმოადგინა და იმსჯელა იმ ღირსებებზე, რომელიც განსაკუთრებულად ამშვენებს ამ პროზაულ შედევრს. ბატონმა გია ხუბუამ ეპოქალური ქმნილება უწოდა რომანს და ცალკეული ეპიზოდების გახსენებით ხაზი გაუსვა მწერლის მაღალ ოსტატობას, აზროვნების მხარეს. პოეტი ჯემალ შონია გახლავთ რედაქტორი რომანისა, რომელმაც ხაზი გაუსვა გმირთა სახეებს და დაამატა, რომ ასოცი აქტიური გმირისგან შემდგარ ნაწარმოებში, განსაკუთრებული ოსტატობითაა ყველა მათგანი დახატული. მწერალს არ ეშლება პატრონობა გმირებისა, მას ხელიხელჩაკიდებული დაჰყავს ყველა მათგანი და უარყოფითი და დადებითი ხასიათის გმირები ერთნაირი ინტერესითაა წარმოჩენილი. ბატონმა მურმან ზაქარაიამ ფილოსოფიურ- ფსიქოლოგიური უწოდა ბელეტრისტულ ქმნილებას და განსაკუთრებით ეგზისტენციალურ პრობლემებისა და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის თაობაზე ისაუბრა. ასევე საინტერესო იყო მის მიერ მხატვრული და დოკუმენტური ქარგის ფსიქოლოგიურ ჭრილში წარმოდგენა. კახა ქეცბაიას აზრით, ეს შეხვედრა წარდგინების ფორმატს წარმოდგენდა და გამოთქვა სურვილი რომანის ლიტერატურულ- კრიტიკულ ფორმატში განხილვის სურვილი, რომელსაც მხარი აუბა ჟურნალ „ებგურის“ მტავარმა რედაქტორმა ზეინაბ სარიამ და შესთავაზა მწერალს ნაწარმოების ზუდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში განხილვა. „უტუ მიქას“ რელიგიურ და სულიერ მიმართულებაზე ხაზგასმით ისაუბრა მამა მალხაზმა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც, თავდაპირველად მწერლის მონოლოგი გახლდათ, სადაც ბატონმა გიორგიმ მოკლედ და შთამბეჭდავად ისაუბრა რომანის შექმნის პროცესსა და სამომავლო გეგმებზე, გასახარი გახლდათ ის ფაქტი, რომ მწერალი იწყებს ახალ რომანზე მუშაობას და თუ ჯანმრთელობამ ხელი არ შეუშალა მკითხველებს შესთავაზებს ეპოქალური პრობლემების გამომხატველ ქმნილებას. საღამოს უძღვებოდნენ: პუბლიცისტი და თეოლოგი ზურაბ კვარაცხელია და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი ქალბატონი მადონა მაქაცარია. � ღონისძიებას ესწრებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, , მკითხველები და მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ქალაქებიდან. �საღამო დაამშვენეს : მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განვითარების ცენტრის ხალხურ საკრავთა ორკესტრმა “მაფშალია“ -ონისე და ნიკა როგავები . (პედაგოგები: ქეთევან კილასონია) ასევე ავტორის ლექსები წაიკითხეს ჩვენი ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა : კორცხელის საჯარო მოსწავლემ ნინო გაბედავა და ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამი ნარმანიამ.გიორგი სიჭინავას წიგნის "უტუ მიქას "პრეზენტაცია

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0