x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134661
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508855
სკანდალი: პრეზიდენტმა არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული შეიწყალა
image



საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალ სკანდალში ეხვევა. ხმაურიანი შეწყალებების სკანდალს კიდევ უფრო ხმაურიანი გაგრძელება აქვს. „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ პრეზიდენტმა სხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებთან ერთად 140-ე მუხლით გასამართლებულიც შეიწყალა, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში გულისხმობს.


არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობაში მსჯავრდებულის გარდა ზურაბიშვილმა ასევე შეიწყალა:


დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული - ერთი ადამიანი; განზრახ მკვლელობაში ბრალდებული - 2 ადამიანი; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული - 2 ადამიანი; ქურდობაში ბრალდებული - 24 პირი.



საქართველოს პრეზიდენმა 2018 წლის 17 დეკემბრიდან დღემდე სულ 91 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 17 ქალია, ხოლო 74 მამაკაცი.

0
194
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0