x
image
მაკა ნიკვაშვილი
ვარსკვლავების კომპლექსები: ნახეთ, რა არ მოსწონთ საკუთარ გარეგნობაში ვარსკვლავებს ყველაზე მეტად

image

საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ გოგონებს ხშირად გვჩვევია საკუთარი სხეულის გარკვეული ფორმების მიმართ უკმაყოფილების გამოთქმა და წუწუნი. ჩვენ განვიცდით თითოეულ მომატებულ ზედმეტ კილოგრამს, არ მოგვწონს საკუთარი ცხვირის ფორმა, სახის ოვალი, ვართ მუდამ უკმაყოფილო საკუთარი ფეხის ფორმით ან თუნდაც მკერდის ზომით და ასე დაუსრულებლად... თუმცა, რა არის ამაში გასაკვირი? როცა თავად ჰოლივუდელ ლამაზმანებსაც კი, რომლებსაც ყველა სილამაზის ეტალონად მიიჩნევს, არაერთი კომპლექსი აწუხებთ. თქვენ წარმოიდგინეთ და ბევრ შემთხვევაში მათ არც თაყვანისმცემლების აღფრთოვანებული მზერა და მით უმეტეს, არც კომპლიმენეტები შველით. როგორც ცნობილი ხდება, კიმ კარდაშიანს და ჯენიფერ ლოპესს თავიანთი უკანალის ზომა არ მოსწონთ. ამერიკული რეალითი შოუების ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, საკუთარი "ღირსების" ცოტათი მაინც მოცულობაში შესამცირებლად, მას მკაცრი დიეტების დაცვა არაერთხელ დასჭირდა.


image


თავად ჯეი ლოს, სხეულის ყველაზე გამორჩეული ნაწილის დაზღვევამაც კი არ უშველა, სუპერვარსკვლავი საკუთარი ფორმებით კვლავ უკმაყოფილოა.


image


მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დევიდ ბექჰემი კი საკუთარი ხმის გამო ხშირად კომპლექსდება, ყოფილი ფეხბურთელი თვლის, რომ მისი ტემბრი მამაკაცისთვის საკმაოდ მაღალია.



image


ანჯელინა ჯოლის ტუჩები ყოველთვის იყო პლანეტის ყველა მამაკაცის აღტაცებისა და ქალების შურის საგანი თუმცა, ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ მისი ტუჩები საკმაოდ სქელია.

image

კარდაშიანების ცნობილი ოჯახის წევრი, კაილი ჯენერი კი, პირიქით, თავისი თხელი ტუჩების გამო იმდენი ხნის განმავლობაში კომპლექსდებოდა, რომ საბოლოოდ, მათი გადიდება გადაწყვიტა.


image


რაც შეეხება, ქალების გულთამპყრობელ ჯუდ ლოუს, მას საკუთარი სახე საერთოდ არ მოსწონს, მსახიობი თვლის, რომ ის მეტისმეტად ნაზი და ქალურია.


image


ბიონსე საკუთარ "სასჯელად" სრულ ფეხებს მიიჩნევს, რომელთა გახდომა ვერც ინტენსიური ვარჯიშის შედეგად მოახერხა.



image

კლაუდია შიფერი (180 სმ) მოზარდობის ასაკში საკუთარ სიმაღლეს საკმაოდ განიცდიდა, ამიტომ ცდილობდა სულ ბეჭებში მოხრილს ევლო, რათა სიმაღლე რამენაირად დაემალა.


image


მეგან ფოქსს თავისი ხელები და თითები სასტიკად სძულს, ამიტომ ოპერატორებს ყოველთვის სთხოვს, რომ სხეულის ეს ნაწილები მსხვილი ხედით არასდროს გადაიღონ.


image



0
286
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
286