x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
მის ბუმ-ბუმ 2019 საუკეთესო უკანალის მქონე ფლეიბოის მოდელი სიუზი კორტეზი გახდა
image

კონკურსი მის ბუმ-ბუმ, რომლის მიზანი საუკეთესო უკანალის მქონე კონკურსანტის გამოვლენაა, 2019 წელს ავსტრალიელი, ამერიკელი, კანადელი და ევროპელი მონაწილეებისაგან დაკომპლექტდა.

image

კონკურსის მთავარი წესი იმაში მდგომარეობს, რომ აკრძალულია დუნდულების ქირურგიული გზით გალამაზება. სხვა მხრივ, კონკურსი პლასტიკურ ოპერაციებს არ კრძალავს.


image

კონკურსში უკვე მეორედ, ბრაზილიის სახელით გამოსულმა მონაწილემ – სიუზი კორტეზმა გაიმარჯვა. თავდაპირველად იგი 2015 წელს გახდა აღნიშნული ტიტულის მფლობელი. მეორე ადგილის მფლობელი ფრანგი Rayane Laura Souza გახდა, ხოლო მესამე ადგილი Jessica Lopes-მა დაიკავა ბრიტანეთიდან.

image


კონკურსის დასრულების შემდეგ სიუზი 10000 ფუნტს მიიღებს, აგრეთვე 9800 ევროზე მეტი შემოსავლით ხელშეკრულებებს. თუმცა ბევრად მნიშვნელოვანია ის წარმატება, რასაც აღნიშნული ტიტულის ფლობით, მომავალში მიაღწევს.

image

აღსანიშნავია, რომ კონკურსი ძირითადად ხმაურიანად მიმდინარეობს, ვინაიდან ხშირად გამოვლენილა თაღლითობისა და არეულობის შემთხვევები. კერძოდ 2018 წელს ერთ-ერთი კონკურსანტისთვის გვირგვინის გადაცემის პროცესში, სხვა მონაწილე სცენაზე ავიდა და განაცხადა, რომ მისი უკანალი ყალბი იყო. 1 წლის წინ, 15 ფინალისტთა შორის გასული მონაწილე დაადანაშაულეს ბოტების მეშვეობით ხმის მიცემაში. 2014 წელს ადგილი ჰქონდა ჟიურის მოსყიდვის მცდელობას, თუმცა საბოლოოდ სამართლიანად გაიმარჯვა Indianara Carvalho-მ.

image


მის ბუმ-ბუმ მონაწილეთათვის დიდი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საკუთარ სამშობლოში დამარცხებულნი წავიდნენ, ცნობადობის ზრდა მათ შემდგომ წარმატებას უწყობს ხელს. კონკურსი მეწარმე Cacau Oliver-მა დააფუძნა და იგი ფრანგული კონკურსის ანალოგია. მის ბუმ-ბუმის მონაწილეთაგან 40 ქალი ბრაზილიიდანაა. 8 ბრაზილიელი ქალი, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს კონკურსის საშუალებით, თითქმის ეროვნულ “გმირებად" იქნენ აღიარებულნი.

1
564
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
564
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1