x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დღეგრძელობის რეცეპტი 102 წლის კერკ დუგლასისგან

გასული საუკუნის 50-იანი წლების ჰოლივუდის არაერთი ვესტერნის ვარსკვლავი, ლეგენდარული «სპარტაკის» მთავარი გმირი, კინოსტუდიის მფლობელი და ბოლოს, ცნობილი მაიკლ დუგლასი მამა, კერკ დუგლასი, ოდესელი ემიგრანტების ოჯახში, 1916 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი ისურ დანილოვიჩია (Issur Danielovitch).


image


კერკის მამა წვრილმანებით მოვაჭრე იყო და მას, როგორც სხვა ემიგრანტების შვილებს, ცხოვრების გზა თავისით უნდა გაეკვალა. კერკმა უამრავი პროფესია მოსინჯა: დაწყებული მაღაროელიდან — დამხმარე მუშად დამთავრებული. II მსოფლიო ომის დროს, ფლოტში მსახურობდა. კინოში 30 წლის ასაკში მივიდა და როგორც თავად ამბობს, სახელი უარყოფითი პერსონაჟების თამაშით გაიკეთა. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ მისი გმირები ერთმნიშვნელოვნად ცუდები არ ყოფილან, რადგან კარგი და ცუდი, ყველა ადამიანში, ყოველთვის, ერთმანეთშია გადახლართული.

კერკ დუგლასმა 80-ზე მეტ ფილმში შეასრულა მთავარი როლი, დაწერა რამდენიმე წიგნი, 1996 წელს, კინომატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საპატიო «ოსკარი» გადაეცა.

რამდენიმე წლის წინ კი, მან მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა: სახელგანთქმულმა მსახიობმა თავის მეუღლეზე ახლიდან იქორწინა. ამის მიზეზი მათი ერთობლივი ცხოვრების 50 წლისთავი იყო, მაგრამ როგორც მსახიობმა განაცხადა, – მას კიდევ ერთხელ უნდოდა, საყვარელი ქალისგან, ქორწინების დროს დასმულ ტრადიციულ კითხვაზე, «თანხმობის» მოსმენა.


image



კერკი საკუთარ მეუღლეზე, ენზე 2 წლით არის უფროსი. ხოლო, ეს მისი დღეგრძელობის რეცეპტია:


როდესაც საქმე ცუდად არის, ყოველთვის გახსოვდეთ: შეიძლება უარესიც მოხდეს.

არასდროს დანებდეთ, არასდროს ჩამოუშვათ ხელები. იმუშავეთ — საკუთარ მეტყველებაზე, გარეგნობაზე, საკუთარ ცხოვრებაზე.

არასდროს დაკარგოთ იუმორის გრძნობა. იცინეთ საკუთარ თავზე, იცინეთ სხვებთან ერთად.

მოიცილეთ დეპრესია, იმაზე იფიქრეთ, თუ როგორ შეიძლება სხვების დახმარება.

ნუ შეგრცხვებათ საკუთარი ნაკლის — ის ყველას გააჩნია. იმაზე იფიქრეთ, თუ როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა.

სხვებს ისე მოექეცით, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ.

წარმატების შემთხვევაში, იმაზე არ იფიქროთ, რომ უკვე ყველაფერს მიაღწიეთ. აირჩიეთ შემდეგი მიზანი და გზა გააგრძელეთ.

სულის სიმტკიცე და მოთმინება ყველას ერთნაირად არ ეძლევა, მაგრამ სულ მცირე წარმატებაც კი ადამიანს აძლიერებს და უკეთესობისკენ სვლას აიძულებს.

ილოცეთ, მაგრამ არა იმაზე, რომ ღმერთი დაგეხმაროთ, არამედ იმაზე, რომ გასწავლოთ, — საკუთარ თავს როგორ დაეხმაროთ.

ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. მიიღეთ სხვების დახმარება და თავადაც დაეხმარეთ...

imageimageimageimageimageimageimage




0
836
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
836
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0