x
image
jango
ზესტაფონი უმაღლესი ლიგიდან ვარდება

imageსაქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ზესტაფონი შეიძლება უმაღლეს ლიგას დაემშვიდობოს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას თქმით, უმაღლესი ლიგის წინა შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება საწევროს დედლაინთან დაკავშირებით, ძალაშია. საწევროს ვერ გადახდის შემთხვევაში, "ზესტაფონს" პირველი ლიგის რომელიმე კლუბი, ლანჩხუთის "გურია", ცხინვალის "სპარტაკი" ან გაგრას "გაგრა" ჩაანაცვლებს. ქართველი გულშემატკივრები რათქმაუნდა იმედგაცრუებულები დარჩებიან თუ ეს მოხდა, რადგან ზესტაფონის ყოველთვის ეიმედებათ. ეს არის გუნდი, რომელიც ფაქტობრივად ყოველ წელს იბრძვის ევრო თასებზე მოსახვედრად. ჩემპიონატის საწევრო 60 ათასი ლარი "ზესტაფონთან" ერთად კიდევ ორ კლუბს, რუსთავის "მეტალურგს" და მარტვილის "მერანს" არ შეუტანია. "მეტალურგის" გუნდის უფროსი ირაკლი ქავთარაძე ამბობს, რომ საწევროს აუცილებლად შეიტანენ დედლაინამდე. პირველ აგვისტომდე შეიტანს "მერანიც", "ზესტაფონი" კი, გადარიცხვასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, დედლაინამდე თანხის გადარიცხვას ვერ ახერხებს. იმედია მოახერხებს ზესტაფონის ხელმძღვანელობა და დაფარავს შესატან თანხას. ახალ სეზონში ინტერეს დაკარგავს ჩვენი ჩემპიონატი თუ ზესტაფონმა ვერ ითამაშა. მეორე მხრივ ზესტაფონის ხელმძღვანელობა, თანხის რამდენიმე დღით გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ ეს არ დაკმაყოფილდა ესეიგი ვიღაცას უნდა ზესტაფონის გაშვება უმაღლესი ლიგიდან.

0
91
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0