x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
საინტერესო ფაქტები პუშკინის შვილებზე
18 თებერვალს, 1831 წელს მოსკოვის ეკლესიში, რომელიც მდებარეობს დიდი ნიკიტას ქუჩაზე, შედგა ქორწილი ალექსანდრე პუშკინსა და საუნივერსიტეტო შემფასებელის ქალიშვილის გონჩაროვა ნატალიას ჯვრისწერა, პოეტის ოჯახური ცხოვრება გრძელდებოდა მხოლოდ ექვსი წლის განმავლობაში, 1837 წელს ალექსანდრე პუშკინი გარდაიცვალა ფატალური ჭრილობისგან, რომელიც დუელში მიიღო კავალერიის გვარდიის პოლკის დანტეს ოფიცერთან.

სიკვდილის შემდეგ პოეტმა დატოვა ოთხი შვილი: უფროსი მარია იყო 4 წლის, ალექსანდრე-3, გრიგორი-1.5, და ნატალია მხოლოდ ექვსი თვის . სამწუხაროდ ოჯახს დიდი მემკვიდრეობის ნაცვლად მამამ დიდი ვალები დაუტაოვა მათ შორის კარტის თამაშისას წაგებული თანხები.იმპერატორ ნიკოლოზ პირველიმა ვალები სახელმწიფო ხაზინიდან გადაუფარა და ამით გადაარჩინა ოჯახი სრულ გაკოტრებას

რა ბედი ეწიათ პოეტის შვილებს?

მარია ალექსანდროვა პუშკინმა ეკატერინის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გახდა ფრეილინა დედოფალი მარია ალექსანდროვას კარზე აპრილში 1860 მარია ცოლად გაყვა გენერალ-მაიორი ლეონიდ გარტუნს, რომელიც ხელმძღვანელობდა ცხენების საშენს მოსკოვსა და ტულაში. 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს გარტუნს ბრალად დასდეს დიდი ოდენობის ფულის გაფლანგვა, ამ ფაკტზე მან თავი მოიკლა. გამოსამშვიდობებელ წერილში კი ეწერა: "მე არ მომიპარავს არაფერი, აპატიეთს ჩემს მტრებს."სხვათა შორის, ქურდობის ფაქტები არ დადასტურდა.


მარია გარტუნგ-პუშკინი აღარ დაქორწინდა, მას შვილი არ შეძენია. 1868 წელს ტულაში იგი შეხვდა მწერალი ლევ ტოლსტოის ამბობენ რომ ამ შეხვედრის შემდეგ მისმა გარეგნობამ განაპირობა ანნა კარენინას პერსონაჟის შექმნა. ბოლო წლებში მარია ალექსანდროვნას ცხოვრება იყო უსიხარულო, რევოლუციის შემდეგ აღმოჩნდა საშინელ სიღარიბეში.ის გარდაიცვალა შიმშილით 1919 წლის 7 მარტს.

პუშკინის შვილმა ალექსანდრემ დაამთავრა ერთ ერთი ყველაზე იმ დროს ცნობილი სამხედრო სასწავლებელი რუსეთში. მან მონაწილეობა მიიღო ყირიმის ომში, რუსეთ-თურქეთის ომში 1877-1878, რისთვისაც მას მიენიჭა ვლადიმირის ორდენი, მე -4 კლასი და ოქროს იარაღი "სიმამაცისთვის".

გარდაიცვალა ალექსანდრე 82 წლის. სიკვდილი მოხდა 1914 წლის 1 აგვისტოს სოფელ მალოიე ოსტანკინოში. საინტერესოა, რომ ამ დღეს გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს და დაიწყო სისხლიანი პირველი მსოფლიო ომი.

შემონახულია ახალგაზრდობის პორტრეტი დიდი პოეტის შვილის ალექსანდრე ალექსანდრეს ძე პუშკინის, რომელშიც ის საოცრად ჰგავს მამას. სხვათა შორის, 1881 წელს მარია პუშკინ, ალექსანდრე ალექსანდროვიჩის ქალიშვილი, დაქორწინდა ნიკოლაი გოგოლის ძმისშვილზე ნიკოლაი ბიჩკოვზე.

მეორე ვაჟი პუშკინს, გრიგორი ალექსანდრეს ძე როგორც მისმა უფროსმა ძმამ, დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი რუსეთში, მაგრამ საკმაოდ ადრე (30 წლის) გავიდა პენსიაზე, თუმცა, ამ ასაკში უკვე ლეიტენანტი პოლკოვნიკი იყო. მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საგვარეულო სახლში, სოფელ მიხაილოვსკში, სადაც მამამისს ძალიან უყვარდა დროის გატარება, სიცოცხლის ბოლლმდე სათუთად ინახავდა მამის ხსოვნას. გარდაიცვალა 1905 წელს და დაკრძალეს მიხაილოვსკის ახლოს სამლოცველოსთან. მისი უფროსი დის მსგავსად, გრიგორი ალექსანდროვიჩს შვილები არ ჰყავდა.

პუშკინის უმცროსი ქალიშვილი, ნატალია 17 წლის ასაკში ცოლად გაყვა მიხეილ დუბელტს. ახალგაზრდა მეუღლე გამოირჩევა ძალადობრივი ხასიათით და აზარტული თამაშების დიდი მოყვარული გახლდათ. რის გამოც ქორწინება 9 წლის შემდეგ დაინგრა. ნატალია ალექსანდროვნა საზღვარგარეთ წავიდა, სადაც მალევე დაქორწინდა ნიკოლოზ ნასაუზე, ნასაუს საჰერცოგოს მმართველთა უძველესი ოჯახის შთამომავალზე. ნატალია ალექსანდროვნას ექვსი შვილი ჰყავდა, აქედან სამი პირველ ქორწინებიდან. იგი გარდაიცვალა 1913 კანში, და მისი ფერფლი იყო მიმოფანტული მისი მეორე მეუღლის საფლავზე. ნიკოლას ნასაუ თავად გარდაიცვალა რვა წლით ადრე.

დიდი პოეტის ქვრივი ნატალია ნიკოლაევნა პუშკინი-გონჩაროვა, 1844 წელს ცოლად გაყვა პეტრე ლანსკ-ს.იგი იყო ცხენების პოლკიის გენერალ - მაიორი . ამ ქორწინებაში მას კიდევ სამი ქალიშვილი შეეძინა-ალექსანდრა, სოფია და ელიზაბეტი.

საინტერესოა, დარჩა თუ არა პირდაპირი შთამომავლები ალექსანდრე სერგევიჩ პუშკინს მამრობითი ხაზიდან? გამოდის, რომ მხოლოდ ერთი-ალექსანდრე პუშკინი, რომელიც ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს. იგი დაიბადა ბრიუსელში 1942 წელს. საინტერესოა, რომ მისი მეუღლე მარია ალექსანდროვნა პუშკინის შთამომავალია .

არსებობს ლეგენდა, რომ ალექსანდრე სერგევიჩმა თავის შთამომავლებს უანდერძა არასოდეს დაეწერათ ლექსები, ბოლო პუშკინის შთამომავალმა იცოდა ალბათ და გახდა ინჟინერ-ელექტრიკოსი :)image



0
374
2-ს მოსწონს
ავტორი:მარი-დუდუ
მარი-დუდუ
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0