x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კომუნისტები ყვავების წინააღმდეგ

image


კაცობრიობის ისტორიაში ყვავების ყველაზე მასობრივი განადგურება მოხდა 50-იანი წლების დასასრულის ჩინეთში, როცა ჩინეთის მთელ მოსახლეობას, დიდიდან პატარამდე დაავალეს მოესპოთ 4 მთავარი მავნებელი, რომელიც "კომუნიზმის მშენებლობას უშლიდა ხელს": ყვავები, ვირთხები, ბუზები და კოღოები.


ეს კომუნისტური სიგიჟე, ევოლუციის ბუნებრივი გადარჩევის პროცესში უხეში და ხელოვნური ჩარევა გაგრძელდა 1958 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით. დროის ამ ინტერვალში ჩინეთში გაანადგურეს 2 მილიარდზე მეტი ყვავი. ამ მოკლე დროში კატასტროფულად გამრავლდნენ მუხლუხოები და კალიები, რომლებიც ნათესებით იკვებებოდნენ. ყვავების განადგურებამდე მუხლუხოების და კალიის პოპულაციის რაოდენობა რეგულირდებოდა ყვავების მიერ, რომლებიც მათ ჭამდნენ. ყვავების განადგურების შედეგი იყო ის, რომ მოსავალის რაოდენობა ძალიან შემცირდა, ის კალიებმა გაანადგურეს. ქვეყანაში დაიწყო შიმშილობა, რომლისგანაც სხვადასხვა მონაცემებით 10 დან 30 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

2
283
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
283
  
2019, 25 სექტემბერი, 10:51
სწორია,მეც ბეღურაზე მაქვს წაკითხული.
2019, 25 სექტემბერი, 7:30
ყვავი კი არა..-ბეღურა!.....:))))))))))))
0 1 2