x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96535
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458422
"ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლია, ყო­ველ­თვის ახერ­ხებს ჩემ­თვის სი­ხა­რუ­ლის მო­ნი­ჭე­ბას" - გია ბაღაშვილის ულამაზესი მეუღლე და 4 შვილი
image


მუ­სი­კო­სი გია ბა­ღაშ­ვი­ლი ულა­მა­ზეს მე­უღ­ლეს­თან, თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძეს­თან ერ­თად 4 შვილს ზრდის. ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ოჯახ­ში დე­დას და მა­მას ფუნ­ქცი­ე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი აქვთ და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ნაბ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი. ორი წლის წინ, ხე­ლო­ვან­თა ოჯახს ერთი ახა­ლი წევ­რი - ანას­ტა­სია შე­ე­მა­ტა. მან კი­დევ უფრო დიდი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა შეს­ძი­ნა ბა­ღაშ­ვი­ლი-ტა­ბა­ტა­ძის წყვილს. თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძე ფო­ტო­მო­დე­ლი, მომ­ღე­რა­ლი და მო­ცეკ­ვა­ვეა. მას მსა­ხი­ობ ოდრი ჰე­პ­ბერნს ამ­სგავ­სე­ბენ, მსგავ­სე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მუ­ნას გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც კარ­გად ჩანს... წყვი­ლი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს და 4 შვი­ლის აღ­ზრდას აქ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას წარ­მა­ტე­ბით უთავ­სებს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს "რე­ი­ტინგთან" თამუნას ინ­ტერ­ვი­უ­დან და ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს მისი "ინ­სტაგ­რა­მი­დან":


"მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ღვთის სა­ჩუ­ქა­რია. არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა პა­ტა­რე­ბის ჟრი­ა­მუ­ლით გა­მოწ­ვე­ულ სი­ხა­რულს. რაც შე­ე­ხე­ბა სირ­თუ­ლე­ებს, პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვე­ბის­თვის დრო­ი­სა და ყუ­რა­დღე­ბის თა­ნაბ­რად გა­ნა­წი­ლე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.


რომ არა გიას დიდი თა­ნად­გო­მა, ნამ­დვი­ლად გა­მი­ჭირ­დე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის გა­ძღო­ლა. გია არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­მიძ­ლია თა­მა­მად და­ვეყ­რდნო ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და მისი იმე­დი მქონ­დეს. ამას­თან, ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლია და ყო­ველ­თვის ახერ­ხებს ჩემ­თვის სი­ხა­რუ­ლის მო­ნი­ჭე­ბას.



გია იდე­ა­ლუ­რი მა­მაა და გო­გო­ნე­ბის დიდი მე­სა­ი­დუმ­ლეა. სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს უზი­ა­რე­ბენ დღის ამ­ბებს და უკვე რჩე­ვებ­საც ეკი­თხე­ბი­ან. ძა­ლი­ან უყ­ვართ მა­მი­კოს­თან თა­მა­ში და ხში­რად რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეც დაყ­ვე­ბი­ან. მი­ხა­რია, რომ გიას და მე ერ­თნა­ი­რი ხედ­ვა გვაქვს ბავ­შვე­ბის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით.


გიას ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი აქვს, ამი­ტომ, ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვა­რი­დო სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი...


ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, რო­გორც წესი, დიდი ძა­ლის­ხმე­ვა არ მჭირ­დე­ბა ხოლ­მე. ოთხი ბავ­შვის მოვ­ლა თა­ვის­თა­ვად მუდ­მი­ვი ვარ­ჯი­შია (იცი­ნის). თუმ­ცა, როცა დრო მაქვს, ვცდი­ლობ, დავ­კავ­დე სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, ფიტ­ნე­სი და ფე­ხით სი­ა­რუ­ლი გი­ას­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად".


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



ასევე ნახეთ:


"ამისთვის ღირდა ჩემი ჰარი-ჰარალეში გატარებული ცხოვრება" - ბექა ჩხაიძის ქალები, მესამე ქორწინება და ოჯახური ფოტოები


ვასო ფხაკაძის ულამაზესი მეუღლე და შვილები - იუმორისტისა და მოდელის ოჯახური იდილია (+17 ფოტოკოლაჟი)



ჩემს შვი­ლებს სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვართ - სად და როგორ ისვენებს მერის ოჯახი


"ჩვენი ამბავი, თითქოს სახლში დაბრუნებას ჰგავს, ბავშვობაში" - ლიკა ევგენიძის და ნიკა კოჩაროვის სიყვარულის ამბავი და ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

0
1296
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
1296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0