x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უხამსი ბუჩქი
imageუორვიქშირის საგრაფოს პოლიციამ თხოვნით მიმართა ადგილობრივ მაცხოვრებელს, რათა ამ უკანასკნელმა ფორმა შეუცვალოს მის ბაღში მდგომ მარადმწვანე ბუჩქს. საქმე იმაშია, რომ ბუჩქი განასახიერებს ადამიანის ხელს ზემოთ აწეული შუა თითით - ცხადი გამოხატულება ამ ხელის პატრონის დამოკიდებულებისა ჟესტის ადრესატისადმი.


პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ ბუჩქზე დიდი ხანია შემოდის საჩივრების მაცხოვრებელთა მხრიდან და უხამსი ჟესტის ამ სახით დემონსტრირება შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს.


ამ განცხადებას არ ეთანხმება ბუჩქის პატრონი, რიჩარდ ჯექსონი, რომლის თქმითაც ბუჩქი მის ბაღში უკვე რვა წელია ამ სახით დგას და ამგვარი პრეტენზია ჯერ არავის გამოუთქვამს. "უცნაურია, როდესაც ვიღაც მოდის და გეუბნებათ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ბუჩქები თქვენს ბაღში" - თქვა მოყვარულმა მებაღე-დეკორატორმა და იქვე დაამატა, რომ არ აპირებს ბუჩქის ფორმის შეცვლას.


როგორც აღმოჩნდა, რიჩარდ ჯექსონის მიდგომას სავსებით იზიარებენ მეზობელი სტაფორდშირის საგრაფოს მცხოვრებლები, რომლებმაც უკვე დაიწყეს კამპანია ბუჩქის არსებული სახით შესანარჩუნებლად.



ბუნებრივია, ნებისმიერ მებაღეს აქვს უფლება საკუთარ ნაკვეთში ის აკეთოს, რაც მის გულს გაუხარდება. ჩვენი სოლიდარობა რიჩარდს ჯექსონს!!!!


ოღონდ, საინტერესოა: როდესაც აღნიშნულ დეკორატიულ ქმნილებაზე მუშაობდა, ვინ იყო ამ უკვდავი ჟესტის ადრესატი - კონკრეტული ადამიანი, სამეზობლო, ქვეყანა თუ სრულიად სამყარო?

0
253
4-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0