ასტროლოგია რა არის სტრუქტურული ჰოროსკოპი და როგორია თქვენი დახასიათება 2019, 17 სექტემბერი, 14:24 რა იცით ჰოროსკოპებზე? იცით თუ არა, რომ გარდა ჩვეულებრივი და აღმოსავლური ჰოროსკოპისა, არსებობს სტრუქტურული ჰოროსკოპიც, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ენერგიას ახასიათებს და ხსნის. ![]() და რა მოხდება, ამ ჰოროსკოპებს გავაერთიანებთ? როგორი იქნება პროგნოზი? სწორედ ამ შერეულ ჰოროსკოპს ეწოდება სტრუქტურული ჰოროსკოპი. ![]() ![]() მეფე (I) ეს ადამიანები დაბადებიდან ჭკვიანები, ბრძენები და მიზანსწრაფულები არიან. ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვიან და საკუთარ თავსაც კი არ ინდობენ. მათში უზარმაზარი ინტელექტი, ფიზიკური და ფსიქიკური პოტენციალია. ეს ადამიანები დასახულ მიზანს ნებისმიერ ფასად აღწევენ. კარიერაში წარმატებულნი არიან და მატერიალურ დანაკლისს და უსახსრობას ნამდვილად არ უჩივიან. ![]() ბელადი (II) ![]() იმისთვის, რომ ჰარმონიას მიაღწიონ, ბელადებისთვის აუცილებელია თვითრეალიზაცია. სასურველია, ხელმძღვანელ თანმამდებობაზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოადგილედ მაინც, ან მასწავლებლად. ბოროტად ნუ გამოიყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. ჭეშმარიტი ბელადები არასდროს არ იტყუებიან და თვალთმაქცობენ. ისინი სამართლიანობას და სხვა ადამიანების ნებას აფასებენ. რაინდი (III) ![]() რა სფეროშიც არ უნდა იყონ, ისინი გმირობაზე ოცნებობენ, მაგრამ ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ მათი ქმედებები შეუმჩნეველი რჩება. ამიტომ, თუ ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ნუ ელით მსოფლიო აღიარებას. თქვენი ბედია უანგაროდ დაეხმაროთ ადამიანებს და მთლიანად დაიხარჯოთ. მხოლოდ ასე დაგეხმარებათ სამყარო. არისტოკრატი (IV) ![]() ბუნება მათ სხვადასხვა ნიჭით აჯილდოებს, მაგრამ თანდაყოლილი სიზარმაცის გამო ამ ნიჭს ვერ იყენებენ. მათ სწრაფი შედეგი აინტერესებთ და თუ ამის მიღწევა შეუძლებელია, ურჩევნიათ საერთოდ არაფერი გააკეთონ. იმისთვის, რომ სიზარმაცეს სძლიოთ და გულმოდგინება გამოიმუშაოთ, მოძებნეთ მრჩეველი, რომელიც შეცდომებზე მიგითითებთ და საჭირო მომენტში სწორ გზაზე დაგაყენებთ. პროფესორი (V) ![]() საღად მოაზროვნე და რაციონალური ადამიანები არიან, რომელთაც შეუძლიათ ლამაზად საუბარი და სხვების დარწმუნება. მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან. არასდროს მოქმედებენ დაუფიქრებლად, ბოლომდე იხარჯებიან და მხოლოდ ცივი გონებით ხელმძღვანელობენ. ბელადისა და მეფისგან განსხვავებით, ის არ ელოდება დიდებას, აღიარებას და საზოგადოების მხარდაჭერას. მისი ქმედება მიმართულია მხოლოდ შედეგისკენ - შედეგისთვის. იმისთვის, რომ თავი მხოლოდ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ, არ ჩაერიოთ კონფლიქტებში. პანიკას, სტრესს და სხვა ზედმეტ ემოციებს შეუძლიათ თქვენი მიღწევები გაანადგურონ და თქვენი სტაბილური სამყარო ჩამოშალონ. ხუმარა (VI) ![]() ერთი შეხედვით შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს ადამიანები ყოველ დღეს მხიარულად ატარებენ და ცხოვრებით ტკბებიან. სინამდვილეში კი ისინი ექსტრავაგანტული და არასტანდარტული ადამიანები არიან. ისინი მოსწონთ ადამიანებს, რადგან მათგან პოზიტივს იღებენ, თუმცა, თვითონ ხშირად არიან სევდიანები და დეპრესიითაც იტანჯებიან. მათ არ უყვართ სხვა ადამიანების მსგავსი ყოფა. უარს ამბობენ ცხოვრების ჩვეულ წესზე და არ ემორჩილებიან ზეწოლას. სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი მავნე ჩვევებისკენ, თითქოს ესაა მათი მისია - აჩვენონ სხვებს მანკიერი მხარეები და ამ გზით ისინი ცოდვებისგან იხსნან. ბედნიერებისთვის მათ აუცილებლად სჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომლებიც გაამხნევებენ, მხარს დაუჭერენ და დააფასებენ ისეთებს, როგორებიც არიან. ვექტორი (VII) ![]() ადამიანები, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან და რომელთა ქცევას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. არასტანდარტული პიროვნებები არიან, რომლებიც უჩვეულო მაგნეტიზმით, სექსუალურობითა და მომხიბვლელობით გამოირჩევიან. მოკლედ რომ ვთქვათ-ვნებების ქარიშხალი! მათ შეუძლიათ დღეები გადაბმულად, შეუსვენებლად იმუშაონ, მერე კი, რაღაც მომენტში, ყველაფერს თავი დაანებონ და სხვა ქვეყანაში გაემგზავრნონ. მრავალწახნაგოვანი და მერყევი ადამიანები არიან. მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ეძებენ, როგორც სამუშაოში, ისე სიყვარულში. ძალიან განვითარებულნი არიან სულიერების მხრივ. ბევრს ფიქრობენ ცხოვრების აზრზე, სიცოცხლეზე. კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ.ზოგჯერ წინასწარმეტყველურ სიზმრებსაც ნახულობენ. იმისთვის, რომ თავისი უნიკალურობა არ დაკარგონ, ამ ადამიანებმა საკუთარი თავი ისეთები უნდა მიიღონ, როგორებიც არიან და არ ეცადონ შინაგანი მეს გადაკეთებას და ზოგადად დადგენილი წესებისთვის დამორჩილებას. ![]() 4631 შეფასება არ არის
|