x
მეტი
  • 23.10.2019
  • სტატია:95840
  • ვიდეო:343169
  • სურათი:457806
რა არის სტრუქტურული ჰოროსკოპი და როგორია თქვენი დახასიათება

რა იცით ჰოროსკოპებზე? იცით თუ არა, რომ გარდა ჩვეულებრივი და აღმოსავლური ჰოროსკოპისა, არსებობს სტრუქტურული ჰოროსკოპიც, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ენერგიას ახასიათებს და ხსნის.imageადამიანის ფსიქოტიპის აღწერისა და მომავლის პროგნოზისთვის ასტროლოგთა უმრავლესობა დასავლურ და აღმოსავლურ სისტემებს იყენებს. დასავლური ჰოროსკოპი დაწვრილებითი დახასიათებაა თვის მიხედვით, ხოლო აღმოსავლური - წლის მიხედვით ახასიათებს ადამიანს.

და რა მოხდება, ამ ჰოროსკოპებს გავაერთიანებთ? როგორი იქნება პროგნოზი? სწორედ ამ შერეულ ჰოროსკოპს ეწოდება სტრუქტურული ჰოროსკოპი.imageიმისთვის, რომ თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი გაარკვიოთ, მოძებნეთ ცხრილში თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და აღმოსავლური კალენდრის მიხედვით - წლის სიმბოლო. მათ გადაკვეთაზე კი მოძებნეთ რომაული რიცხვი და ქვემოთ მისი განმარტება წაიკითხეთ.


image

გაშიფვრა:

მეფე (I)

ეს ადამიანები დაბადებიდან ჭკვიანები, ბრძენები და მიზანსწრაფულები არიან. ყოველთვის წარმატებისკენ ისწრაფვიან და საკუთარ თავსაც კი არ ინდობენ. მათში უზარმაზარი ინტელექტი, ფიზიკური და ფსიქიკური პოტენციალია. ეს ადამიანები დასახულ მიზანს ნებისმიერ ფასად აღწევენ. კარიერაში წარმატებულნი არიან და მატერიალურ დანაკლისს და უსახსრობას ნამდვილად არ უჩივიან.

imageამასთან, ძალიან მეგობრულნი არიან და მაგნიტივით იზიდავენ ადამიანებს, რომლებიც მასში მისაბაძ მაგალითს ხედავენ. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ იღბალი მათი თანამგზავრია, მაგრამ ეს ასე არაა. მათი ყოველი წარმატება დიდი ძალისხმევის და შრომის შედეგია.

იმისთვის, რომ პოტენციალი სრულად გამოიყენონ, ამ ადამიანებმა უარი უნდა თქვან ფუჭ დიდებასა და გარშემომყოფებზე მბრძანებლობის სურვილზე. არ აჰყვეთ ისეთ გრძნობებს, როგორიცაა შური, ვერაგობა, სიხარბე, ბოროტება. წარმატებას მხოლოდ თქვენი სიბრძნისა და კეთილგონიერების წყალობით მიაღწევთ.


ბელადი (II)

imageეს ადამიანები თანდაყოლილი ხელმძღვანელობის და ლიდერობის ნიჭით გამოირჩევიან. მათ იციან რა სჭირდებათ გარშემომყოფებს, შეუძლიათ სხვებს შთააგონონ, დააინტერესონ და მათი ძალისხმევა სწორი გზით მიმართონ. მათი ძალა არა მათი ინტელექტი, არამედ დარწმუნების უნარია. მათი ცხოვრების მიზანი კი-სხვებს წინ გაუძღვნენ.

იმისთვის, რომ ჰარმონიას მიაღწიონ, ბელადებისთვის აუცილებელია თვითრეალიზაცია. სასურველია, ხელმძღვანელ თანმამდებობაზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მოადგილედ მაინც, ან მასწავლებლად. ბოროტად ნუ გამოიყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. ჭეშმარიტი ბელადები არასდროს არ იტყუებიან და თვალთმაქცობენ. ისინი სამართლიანობას და სხვა ადამიანების ნებას აფასებენ.


რაინდი (III)

imageრაინდი სიკეთის, გულმოწყალების და თავგანწირვის სიმბოლოა. ეს ადამიანები სხვის გასაჭირს ისე იღებენ, როგორც საკუთარს. ცდილობენ სუსტების დაცვას, მშივრების გამოკვებას, გზააბნეულთა შეფარებას.

რა სფეროშიც არ უნდა იყონ, ისინი გმირობაზე ოცნებობენ, მაგრამ ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ მათი ქმედებები შეუმჩნეველი რჩება. ამიტომ, თუ ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ნუ ელით მსოფლიო აღიარებას. თქვენი ბედია უანგაროდ დაეხმაროთ ადამიანებს და მთლიანად დაიხარჯოთ. მხოლოდ ასე დაგეხმარებათ სამყარო.


არისტოკრატი (IV)

imageამ ადამიანების მოწოდება სილამაზის შემოტანაა მსოფლიოში. მათ უყვართ ფუფუნება, მოდურად იცვამენ და დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას. კარგი გემოვნება და სტილის შეგრძნება აქვთ, მაგრამ სუსტი ნებისყოფა გააჩნიათ. მიზანსწრაფულობით არ გამოირჩევიან, მხოლოდ გარეგნობაზე არიან ჩაციკლულნი და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ.

ბუნება მათ სხვადასხვა ნიჭით აჯილდოებს, მაგრამ თანდაყოლილი სიზარმაცის გამო ამ ნიჭს ვერ იყენებენ. მათ სწრაფი შედეგი აინტერესებთ და თუ ამის მიღწევა შეუძლებელია, ურჩევნიათ საერთოდ არაფერი გააკეთონ.

იმისთვის, რომ სიზარმაცეს სძლიოთ და გულმოდგინება გამოიმუშაოთ, მოძებნეთ მრჩეველი, რომელიც შეცდომებზე მიგითითებთ და საჭირო მომენტში სწორ გზაზე დაგაყენებთ.


პროფესორი (V)

image

საღად მოაზროვნე და რაციონალური ადამიანები არიან, რომელთაც შეუძლიათ ლამაზად საუბარი და სხვების დარწმუნება. მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან. არასდროს მოქმედებენ დაუფიქრებლად, ბოლომდე იხარჯებიან და მხოლოდ ცივი გონებით ხელმძღვანელობენ. ბელადისა და მეფისგან განსხვავებით, ის არ ელოდება დიდებას, აღიარებას და საზოგადოების მხარდაჭერას. მისი ქმედება მიმართულია მხოლოდ შედეგისკენ - შედეგისთვის.

იმისთვის, რომ თავი მხოლოდ საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ, არ ჩაერიოთ კონფლიქტებში. პანიკას, სტრესს და სხვა ზედმეტ ემოციებს შეუძლიათ თქვენი მიღწევები გაანადგურონ და თქვენი სტაბილური სამყარო ჩამოშალონ.


ხუმარა (VI)

image


ერთი შეხედვით შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს ადამიანები ყოველ დღეს მხიარულად ატარებენ და ცხოვრებით ტკბებიან. სინამდვილეში კი ისინი ექსტრავაგანტული და არასტანდარტული ადამიანები არიან. ისინი მოსწონთ ადამიანებს, რადგან მათგან პოზიტივს იღებენ, თუმცა, თვითონ ხშირად არიან სევდიანები და დეპრესიითაც იტანჯებიან.

მათ არ უყვართ სხვა ადამიანების მსგავსი ყოფა. უარს ამბობენ ცხოვრების ჩვეულ წესზე და არ ემორჩილებიან ზეწოლას. სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი მავნე ჩვევებისკენ, თითქოს ესაა მათი მისია - აჩვენონ სხვებს მანკიერი მხარეები და ამ გზით ისინი ცოდვებისგან იხსნან. ბედნიერებისთვის მათ აუცილებლად სჭირდებათ ისეთი ადამიანები, რომლებიც გაამხნევებენ, მხარს დაუჭერენ და დააფასებენ ისეთებს, როგორებიც არიან.


ვექტორი (VII)

image


ადამიანები, რომლებიც სხვებისგან გამოირჩევიან და რომელთა ქცევას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. არასტანდარტული პიროვნებები არიან, რომლებიც უჩვეულო მაგნეტიზმით, სექსუალურობითა და მომხიბვლელობით გამოირჩევიან. მოკლედ რომ ვთქვათ-ვნებების ქარიშხალი!

მათ შეუძლიათ დღეები გადაბმულად, შეუსვენებლად იმუშაონ, მერე კი, რაღაც მომენტში, ყველაფერს თავი დაანებონ და სხვა ქვეყანაში გაემგზავრნონ. მრავალწახნაგოვანი და მერყევი ადამიანები არიან. მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ეძებენ, როგორც სამუშაოში, ისე სიყვარულში.

ძალიან განვითარებულნი არიან სულიერების მხრივ. ბევრს ფიქრობენ ცხოვრების აზრზე, სიცოცხლეზე. კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ.ზოგჯერ წინასწარმეტყველურ სიზმრებსაც ნახულობენ. იმისთვის, რომ თავისი უნიკალურობა არ დაკარგონ, ამ ადამიანებმა საკუთარი თავი ისეთები უნდა მიიღონ, როგორებიც არიან და არ ეცადონ შინაგანი მეს გადაკეთებას და ზოგადად დადგენილი წესებისთვის დამორჩილებას.image

0
1973
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1973
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0