x
image
ილია მარტყოფლიშვილი
დედოფლისწყაროში ორი ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და მათი ძირეული რეაბილიტაცია განხორციელდა.


დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედის #2 და სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლები ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და მილენიუმის ერთობლივი პროგრამის დაფინანსებით სრულიად განახლდა და აღიჭურვა. ახალი შენობები საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა გახსნა და სკოლის მოსწავლეებს ახალ გარემოში სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.


მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო ამ დრომდე ხსენებული სკოლების მოსწავლეებს მეზობელი სოფლების სკოლებში უწევდათ სიარული.



როგორც დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ 2019-2020 სასწავლო წლისთვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჯამში 252 მოსწავლე დარეგისტრირდა.


ამ დროისთვის დედოფლისწყაროში კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელ ზემო მაჩხაანში ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის ნაცვლად ახალი სასკოლო შენობის მშენებლობა დაიწყო, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. თანამედროვე სტანდარტების შენობა ზემო მაჩხაანში მომავალ სასწავლო წელს გაიხსნება.


image

image

image

imageimageimageimage

1
63
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
63
  
17 სექტემბერი, 10:06
დედოფლისწყაროს გარდა,სხვა რაიონებში არა გყავთ წარმომადგენლები?
0 1 1