სხვა მამაკაცი საცოლის გადარჩენისთვის დათვს შეეჭიდა და დაიღუპა 2019, 16 სექტემბერი, 13:18 შემთხვევა სომხეთში მოხდა. მაშველებს დაუკავშირდა ახალგაზრდა პოლონელი ქალი, რომელიც დახმარებას ითხოვდა.
როგორც გაირკვა, ქალი თავის 33 წლის საქმროსთან ერთად არაგაწის მთაზე ლაშქრობდა, როდესაც ისინი მურა დათვს შეეფეთნენ, მამაკაცმა ქალის დაცვის მიზნით დათვს წინააღმდეგობა გაუწია, შედეგად, ორივე ციცაბო ფერდობზე დაგორდა.მაშველებს ადგილზე მხოლოდ მამაკაცის გვამი დახვდათ, ექსპერტიზა დაადგენს ახალგაზრდა კაცი დათვისგან მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა თუ დაგორებისგან მიღებული ტრავმების შედეგად. რაც შეეხება ქალს, იგი ქალაქ აშტარაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამთო ტურიზმის და ალპინიზმის ვიცე-პრეზიდენტის, სურენ დანიელიანის განცხადებით, მთაში ისმის დათვის ღრიალი, სავარაუდოდ მას ტრავმები აწუხებს და ტურისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაგაწის მთაზე გამგზავრებისგან. სირიული დათვი მურა დათვის ქვეჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად სომხეთში და ახლო აღმოსავლეთში ბინადრობს. 624 4-ს მოსწონს
|