x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ოსამა ბინ ლადენის შვილი მოკლეს

image

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "მსოფლიოს №1 ტერორისტის", ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა მოკლულია ამერიკელების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ.


"ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ყველაზე მაღალჩინოსანი წევრის ლიკვიდაცია მოხდა ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, რომელიც ავღანეთში და პაკისტანში განხორციელდა.დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰამზა ბინ ლადენი სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებებთან მუშაობდა და აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმის გეგმებს ამუშავებდა.



"ჰამზა ბინ ლადენის სიკვდილი ალ-ქაიდას არამხოლოდ ლიდერის მნიშვნელოვან უნარებს და მამამისთან მის სიმბოლურ კავშირს ართმვს, არამედ ძირს უთხრის დაჯგუფების ოპერატიულ საქმიანობასაც"-აღნიშნა დონალდ ტრამპმა.




ჰამზა ბინ ლადენის ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში მოკლეს, თუმცა მაშინ ამერიკამ ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და არც საჯარო გახადა.



ჰამზა ბინ ლადენი დაახლოებით 30 წლის იყო, ოსამა ბინ ლადენის სახლიდან ამოღებული დოკუმენტების მიხედვით ალ-ქაიდას შემდეგ ლიდერად სწორედ ჰამზას ამზადებდნენ.



აშშ-მ ჰამზა გლობალური ტერორისტების სიაში 2 წლის წინ შეიყვანა.მის დაჭერაზე ჯილდო- 1 მილიონი აშშ დოლარი იყო დაწესებული.


0
257
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0