x
მეტი
  • 16.09.2019
  • სტატია:94784
  • ვიდეო:342559
  • სურათი:456804
მომღერალი სალომე მირიანაშვილი შესაძლოა დიდი თანხის სანაცვლოდ გაშიშვლდეს

image


თვლის რომ ყველა მუსიკალური პროექტი წინასწარ დადგმული შოუა, გადაწყვიტა საქართველოდან შორს შეიქმნას და აიწყოს თავისი კარიერა

რატომ გადაწყვიტე პროფესია სიმღერასთან დაგეკავშირებინა?

- უფალმა დიდი ნიჭით დამაჯილდოვა, ვხატავ, ვცეკვავ და სიმღერებს ვწერ. ბევრ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ სიმღერა ჩემთვის სულ სხვა იყო, გამორჩეულად მიყვარდა ბავშობიდან, სიმღერის გარეშე წამი არე შემიძლია. დედამ მომიყვა როდესაც 2 წლის ვიყავი საკუთარ თავს ვუმღეროდი და ისე ვიძინებდი.

შენი აზრით რატომ ვერ ვითარდება საქართველოში შოუბიზნესი?

- ბევრი მიზეზია რის გამოც არ გვაქვს და ვერ ვითარდება შოუბიზხნესი, აქედან პირველია შური რომლებიც ადამიანებს აქვთ ერთმანეთის მიმართ, რაც ამ სფეროში ვარ დიდიხანია ყველაფერს რეალურად ვხედავ.

რა პრობლემა გექმნება მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობისას?

- პრობლემა მუსიკალურ პროექტში გასვლაზე არასდროს მქონია, ყოველთვის შეუპოვრად გავდივარ და შემდეგ ეტაპზე არ მიშვებენ, 17 წლიდან ვმონაწილეობ სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში, ვფიქრობ რომ ჩემში კომკურენტს ხედავენ და თავიდან მიცილებენ რადგან ყველა პროექტი წინასწარაა დადგმული. საზღვარგარეთის მუსიკალურ კონკურსებში ვღებულობდი მონაწილეობას როდესაც 16 წლის ვიყავი რამოდენიმე გრამპრიც მოვიპოვე, სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი მაშინ არ გაშუქებულა. ეს ქვეყნებია: ბულგარეთი, უკრაინა და საბერძნეთი. ვნანობ რომ არ დავრჩი რომელიმე ქვეყანაში. შემოთავაზებები მქონდა მაგრამ უარი ვთქვი.

image

როგორ ფიქრობ რამდენად სამართლიანად და კარგად აფასებს მუსიკალური პროექტის ჟიური მონაწილეებს?

- სადაა სამართალი? ამაზე ყოველთვის მეცინება. როგორც საკუთარი სამზარეულო ისე ვიცი რახდება ამ მუსიკალურ პროექტებში. ხალხისთვის ყოვლად მიუწვდომელია და უხილავი მათი შიდა სამზარეულო. ვფიქრობ რომ ბევრი ჟიური კონკურსანტა არასამართლიანად აფასებს. სამწუხაროდ ეს დადგმული შოუა და მეტი არაფერი.

რა გჭირდება იმისათვის, რომ იყო წარმატებული მომღერალი?

- ვთვლი რომ ყველაფერი მაქვს იმისათვის, რომ წარმატებული მომღერალი ვიყო. აქამდე ჩემი ბრძოლით და შეუპოვრობით მოვედი და ვთვლი არ შემეშინდება უკან მოხედვის.ვთვლი რომ თუ გინდა დღეს წარმატებული იყო ფულიანი მამიკო უნდა გყავდეს. რთულია სასურველ მიზანს პატიოსნებით მიაღწიო. მივაღწევ ყველაფერს ჩემი პატიოსნებით ოღონდ საქართველოს საზღვრებს გარეთ. ჩემს სათქმელს საქართველოში მაინც ვიტყვი და წავალ, მინდა ჩემი შვილები ჩემს გვერდით ბედნიერად იყვნენ და მათ მომავალი შევუქმნა.

რას ფიქრობ ისეთ ადამიანებზე ვინც გაშიშვლებით ხდებიან პოპულარულები?

- მათ არ განვიკითხავ რადგან ეს გზა თავად აირჩიეს, ასე სურდათ. შემიძლია მეც გავშიშვლდე და წამში გავხდე პოპულარული, მაგრამ აქამდე მოტანილი ჩემი ნაშრომი წარმატება წყალში ჩამეყრება. სკანდალური შავი პიარი ჩემთვის მიუღებელია.

image

რომ გქონდეს შემოთავაზება კლიპში მონაწილეობაზე სადაც შიშვლად გადაგიღებენ დიდი თანხის სანაცვლოდ დათანხმდები? რატომ?

- კინოდან მქონდა მსგავსი შემოთავაზება, რომ გავშიშვლებულიყავი, ყველა დავბლოკე შემდეგ და აღარ გაუბედავთ მსგავსი. მყავს ორი შვილი და მათზე ხელს არავის გავაშვერინებ და არ ვასაუბრებ. მათ ძლიერი დედა ყავთ ისინი უნდა ამაყობდნენ ჩემით. არანაირი თანხა არ მირჩევია მათ თავს და სუფთა პატიოსნად ცხოვრებას.

რატომ ფიქრობ საქართველოდან წასვლაზე?

- საქართველოდან წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ იქ დიდი მომავალი მაქვს.

უცხოურ მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობაზე არ გიფიქრია?

- ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ არის მიზეზები რის გამოც ვერ შევძელი წასვლა. თანხა ვერ გამოვყავი ამისათვის რადგან ძალიან დიდი ხარჯი მაქვს. ყველაფერი წინდაა და გეგმებიც უამრავი მაქვს.

როგორ ფიქრობ რით ფასდება და გამოირჩევა კარგი მომღერალი?

- კარგი მომღერალი ჩემთვის ჯერ ადამიანობასთან ასოცირდება და შემდეგ სხვა დანარჩენთან.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი

3
772
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
772
  
13 სექტემბერი, 2:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

9 სექტემბერი, 23:31
ინტრიგა ინტრიგა, ისე ამისი ნამღერის ლინკი გამიჩითეთ რა?????
9 სექტემბერი, 23:21
არადა,პირიქით,იმას ამბობს,რომ ასეთი პოპულარობა არ სჭირდება და არ გააკეთებს
0 1 3