x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
Summer Set Festival-ის შემოდგომის სერია Fall Set ორ ნაწილად გაიმართება
image


მუსიკალური ფესტივალი Summer Set შემოდგომის ორ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას წარმოგიდგენთ:

5 ოქტომბერს Worakls Orchestra Tour

2 ნოემბერს Boris Brejcha



5 ოქტომბერს ფრანგი არტისტი Worakls თბილისს პირველი სოლო ალბომის Orchestra მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.


Worakls Orchestra Tour უნიკალური კონცეფციის ტურნეა, ელექტრონული მუსიკა ცოცხალი ორკესტრის აკომპანირებით სრულდება. ფრანგი არტისტი თბილისს 14 ფრანგ მუსიკოსთან ერთად ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე ეწვევა, ხოლო საქართველოში მას აკომპანირებას “თბილისის სიმფონიური ორკესტრის” 14 წევრი გაუწევს.


ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯანსუღ კახიძის დაფუძნებული “თბილისის სიმფონიური ორკესტრი” და ფრანგი ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი ითანამშრომლებენ. ერთობლივი რეპეტიციები ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე დაიწყება.


ღონისძიება ფესტივალის ახალ ლოკაციაზე გაიმართება: Warehouse 7/მე-7 პავილიონი 5600 მ2 ტერიტორიაა, რომელიც 15 000-მდე სტუმარს იტევს, Warehouse 7/მე-7 პავილიონი ნაძალადევში, ახალქალაქის ქ. 30/32-ში მდებარეობს (მეტრო ნაძალადევის უკან). ახალ ლოკაციაზე, ტრადიციულად, აშენდება საფესტივალო ქალაქი, ტერიტორიაზე წარმოდგენილები იქნებიან ქართველი სტარტაპერები, ფესტივალის სცენა კვლავ დაეთმობა დამწყებ მუსიკოსებს.


image


2 ნოემბერს ამავე ლოკაციაზე გერმანელი არტისტი Boris Brejcha დაუკრავს. უკვე რამდენიმე წელია ბრეჟა მსოფლიოს წამყვანი კლუბებისა და ფესტივალების ჰედლაინერია, მისი თითოეული ვიზიტი საქართველოში სეზონის დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა.


Summer Set საფესტივალო ბრენდად 2012 წელს ჩამოყალიბდა და 4 სეზონურ ღონისძიებას მოიცავს: Winter, Spring, Summer და Fall Set. ფესტივალების სერიამ 70-მდე მასშტაბური ივენთი ჩაატარა და 200-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა ბათუმის და თბილისის მასშტაბით. Summer Set კვლავ რჩება პლატფორმად, რომელიც ერთდროულად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებს და საშუალებას აძლევს ქართველ ხელოვანებს საკუთარი თავი ათასობით სტუმარს წარუდგინონ.




0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0