x
რატომ ურჩევნიათ დეპრესიის მქონე ადამიანებს სევდიანი მუსიკის მოსმენა?
მუსიკის ძლიერი ეფექტების შესახებ გუნებაზე-განწყობილებაზე ყველასთვის ცნობილია. შესაძლოა მშვენიერ ხასიათზე ვიყოთ, მაგრამ სევდიანი მუსიკის მოსმენამ უეცრად ჩვენში მელანქოლიური გრძნობები გამოიწვიოს. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. თუმცა საინტერესოა რა ხდება მაშინ, როცა დეპრესიის მქონე ადამიანი უსმენს სევდიან მუსიკას? რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებული პროვოკაციული კვლევის მიხედვით, დეპრესიის დიაგნოზის მქონე ადამიანები ფსიქიკური პრობლემების არმქონე საკონტროლო ჯგუფთან შედარებით მხიარული მუსიკის მოსმენის ნაცვლად, სევდიანი მუსიკის მოსმენას უფრო ამჯობინებდნენ. ამ კვლევის სკანდალურობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ფაქტობრივად ამ დასკვნით მეცნიერები ეთანხმებოდნენ იმ მოსაზრებას, რომ თითქოსდა დეპრესიის მქონე ადამიანები სპეციალურად იქცევიან ისე, რომ მათ უარყოფითი განწყობა შეუნარჩუნდეთ. მსგავსი შედეგები მიიღეს წელსაც, ჟურნალ Emotion -ის ჩატარებულ კვლევაშიც, თუმცა ამავდროულად მკვლევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები ნეგატიურ გრძნობებს კი არ ეძებენ და იხანგრძლივებენ, უბრალოდ მათთვის სევდიანი მუსიკა დამამშვიდებელი და ხანდახან ამაღლებული განწყობის მომტანია.

image

კვლევაში მონაწილეობას იღებდა 38 დეპრესიის დიაგნოზის მქონე და 38 დეპრესიის დიაგნოზის არმქონე ქალი. კვლევის პირველი ნაწილი ზუსტად იმეორებდა ზემოთ ნახსენები, 2015 წლის კვლევის გეგმას. მონაწილეებს მოასმენინეს სევდიანი სიმღერების 30 წამიანი ნაწყვეტები, შემდეგ მხიარული და ნეიტრალური მუსიკა და ჰკითხეს, რომლის მოსმენა ერჩიათ მომავალში. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დეპრესიის მქონე მონაწილეები სევდიანი მუსიკას უფრო ხშირად ირჩევდნენ.

თუმცა, წინა კვლევისგან განსხვავებით, ამჯერად მკვლევარები მონაწილეებს ეკითხებოდნენ თუ რატომ აირჩიეს ის, რაც აირჩიეს. დეპრესიის მქონე მონაწილეების უმეტესობამ აღიარა, რომ ეს მუსიკა იმიტომ აირჩია, რომ ის მათთვის დამაწყნარებელი და დამამშვიდებელი იყო.


კვლევის მეორე ნაწილში მუსიკის ახალი ნიმუშები გამოიყენეს. ფილმის ინსტრუმენტალური საუნდტრეკების, მხიარული, სევდიანი, შიშის გამომწვევი, ნეიტრალური და მაღალი/დაბალი ენერგიის 84 სიმღერის 10-წამიანი ნაწყვეტები მოასმენინეს. ყოველ ჯერზე მონაწილეები ამბობდნენ თუ რომელი მუსიკის მოსმენა მოუნდებოდათ მომავალშიც. ამის შემდეგ მათ ნიმუშები თავიდან მოისმინეს და აღწერეს, თუ რა გავლენას ახდენდა ეს მუსიკა მათ ემოციებზე. მკვლევრები ისევ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით უფრო ერჩივნათ სევდიანი, დაბალი ენერგიის მქონე მუსიკის მოსმენა (მაგრამ არა შიშის გამომწვევის). რაც მთავარია, როცა მონაწილეებს ეს ნაწყვეტები თავიდან მოასმენინეს, მათ აღიარეს, რომ სევდიანი მუსიკა მათ თავს უფრო ბედნიერად აგრძნობინებდა. ეს ბოლო ნაწილი ეწინააღმდეგება ზემოთხსენებული კვლევის საკამათო/სკანდალურ დასკვნას, თითქოსდა დეპრესიის მქონე ადამიანებს სპეციალურად სურთ თავიანთი სევდა გაიხანგრძლიბონ.

რა თქმა უნდა, ეს კვლევა არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ იწვევს სევდიანი მუსიკა დეპრესიის მქონე ადამიანებში სასიამოვნო და მხიარულ გრძნობებს, თუმცა სავარაუდოა, რომ მხიარული, ჩქარი და სწრაფი მუსიკა ასეთი ადამიანისთვის უბრალოდ გამაღიზიანებელი იქნებოდა. შესაბამისად, ისინი სერიოზული, უფრო დამამშიდებელი სიმღერის მოსმენას ანიჭებენ უპირატესობას. ამასთან ერთად, კიდევ ერთ ახალ კვლევაში, რომელშიც იკვლევდნენ იმას თუ ზოგადად რატომ უყვართ ადამიანებს სევდიანი მუსიკის მოსმენა, ერთ-ერთმა მონაწილემ სევდიანი, მელანქოლიური მუსიკა მხარდამჭერ მეგობარს შეადარა.

ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ეს კვლევა მხოლოდ ქალი სტუდენტების მცირე ნაწილს მოიცავდა, შესაბამისად იუნმა და მისმა კოლეგემა აღარეს, რომ ეს საკითხი უკეთეს გამოკვლევას საჭიროებს. თუმცა ფაქტია, რომ ახალი კვლევების მიხედვით, აღნიშნული უპირატესობის გამოვლენა ემოციების „დამშვიდების“ სურვილით უფრო უნდა იყოს გამოწვეული, ვიდრე სევდიანი გრძნობების გასაძლიერებლად.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:თინა სოლომონია
თინა სოლომონია
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0