x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ჰოროსკოპი: ცხვრის წელი
image ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ნატიფი ხელოვნებისადმი მიდრეკილება გააჩნიათ. ერთი შეხედვით, თითქოს ქუდბედიანები არიან, მაგრამ ხშირად ხდება ისეც, რომ ცხოვრებისეულ სიძნელეებს თავს ვერ აბამენ, რადგან სიმორცხევე და პესიმიზმი უშლით ხელს. ძალიან უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. მათს უმრავლესობას სწამს ღმერთი და არ არღვევენ რელიგიის ძირითად პრინციპებს.

ცხვრის წელში დაბადებულთაგან იშვიათად გამოდიან ბელადები. რადგან სიტყვაკაზმულობა არ ახასიათებთ და არც ორატორობის ნიჭით არიან მომადლებულები. თუმცა, თავიანთ რწმენას ბოლომდე იცავენ და არც საქმის ღალატი სჩვევიათ, ფულის შოვნის უნარი გააჩნიათ, უყვართ კარგი ცხოვრება, აქვთ მშვენიერი გემოვნება და საერთო ჯამში მეტად გონიერი, რბილი და კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

ა) ადამიანები, დომლებიც იდეალურად სჰეგეფერებიან სიყვარულში, ასევე მეგობრობაში: ბოცვერი, ტახი და ცხენი.

ბ) ადამიანები, რომლებთანაც თქვენი ურთიერთობა არ არის რეკომენდირებული: ვრფხვი, ურჩხული, ცხვარი და გველი.


გ) ადამიანები, რომლებიც არ შეგეფერებიან არც ერთი და არც მეორე თვალსაზრისით. უფრო მეტიც, მათთან კავშირმა უბედურება და კატასტროფაც კი შეიძლება მოგიტანოთ: ხარი და ძაღლი.

1
1574
2-ს მოსწონს
ავტორი:რომეო
რომეო
1574
  
2012, 2 სექტემბერი, 22:28
+1
0 1 1