x
image
_K_
რამდენ ხანს გაძლებდა ადამიანი მზის სისტემის პლანეტებზე
წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანებმა ისწავლეს, როგორ ესუნთქათ კოსმოსში სპეციალური აღჭურვილობის გარეშე და შესაძლებელია მზის სისტემის ნებისმიერ პლანეტაზე მოხვედრა. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება, მაინც საინტერესოა ამაზე საუბარი. მაშ ასე, გაეცანით, რამდენ ხანს გაძლებდა ადამიანი ამა თუ იმ პლანეტაზე ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე.
image







მერკური

ამ პლანეტაზე ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია. დღის განმავლობაში მან შეიძლება 425°C-ს მიაღწიოს, ღამით კი -143 °C-მდე დავარდეს. მერკური ძალიან ნელა ბრუნავს, ამიტომ მასზე გადასარჩენად უნდა სცადოთ, იპოვოთ ოქროს შუალედი საღამოს პერიოდში, როცა დღისა და ღამის ტემპერატურა ერთმანეთს ენაცვლება.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ამ პლანეტაზე მხოლოდ 90 წამით შეძლებთ სიცოცხლის შენარჩუნებას.

image








ვენერა


თუ ოდესმე შანსი გექნებათ, ვენერაზე ფეხი დადგათ, პლანეტით დასატკბობად მხოლოდ 1 წამი გექნებათ. თუმცა, "დასატკბობად" გადაჭარბებული ნათქვამია, თუ გავითვალისწინებთ, რა და როგორ გკლავთ იმ ერთადერთი წამის შემდეგ. ვენერას ატმოსფეროს 98% კარბონ დიოქსიდია, წნევა კი დედამიწისაზე 90-ჯერ მეტია. გარდა ამისა, პლანეტის მთლიანი ზედაპირი დაფარულია სქელი ღრუბლებით, რომელთაგანაც წვიმის სახით გოგირდის მჟავა მოდის. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვენერაზე ძალიან ცხელა, პლანეტის საშუალო ტემპერატურა 426°C-ია.

image








მარსი

მართალია, კოსმოსში კოლონიზაციისთვის მარსი საუკეთესო კანდიდატურად მიიჩნევა, თუმცა, პლანეტაზე მხოლოდ 80 წამის გატარებას შეძლებთ. მისი ატმოსფეროს 95% კარბონ დიოქსიდია. მარსზე ძალიან ცივა, საშუალო ტემპერატურა აქ -26°C-ია.

image








იუპიტერი

მზის სისტემის უდიდეს პლანეტაზე ადამიანი მხოლოდ 1 წამის გატარებას შეძლებდა. ამის შემდეგ კი ეს გიგანტური პლანეტა გაგაოცებდათ საზარელი ქარებითა და გრიგალებით, რომლებსაც ადამიანი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. პლანეტას გარშემო გაზების ფენა ეხვევა, რომლებიც ძირითადად ჰელიუმისა და ჰიდროგენისგან შედგება. გარდა ამისა, ულმობელი ქარიშხალი გაზებს შეიცავს და წარმოქმნის ამიაკის თოვლს. დაგვეთანხმებით, შეუძლებელია, ვინმე გადაურჩეს ამ ტოქსიკურ კოქტეილს.

image








სატურნი

სატურნი მზის სისტემის კიდევ ერთი გიგანტური პლანეტაა, რომელზეც ადამიანი 1 წამსაც ვერ გაძლებდა. გაზების ღრუბლის გარდა, სატურნზე მუდმივად ქრის ძლიერი ქარები, რომლებმაც შეიძლება 1800 კმ/სთ მიაღწიოს. სატურნის ზედაპირზე იმდენად გიჟური ტორნადოები წარმოიქმნება, რომ მას ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი 1 წამიც კი ვერ გაუძლებს, სანამ პლანეტა კოსმოსურ მტვერად არ აქცევს.

image








ურანი

ეს პლანეტა დაფარულია წყლის, ამიაკისა და მეთანის ცხელი მიქსით. გულწრფელად რომ ვთქვათ, ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაძლებდით ზედაპირზე, რადგან პლანეტაზე ფეხის დადგმისთანავე ამ მასაში ამოყოფდით თავს. ამიტომაც, ასე ვთქვათ, ურანზე ადამიანი საერთოდ ვერ გაძლებდა და ვერც ფეხს დადგამდა, რადგან პლანეტაზე მყარი ზედაპირი არ არსებობს.

image








ნეპტუნი

ადამიანი ნეპტუნზე 1 წამიც კი ვერ გაძლებდა. ძლიერი ქარები პლანეტაზე ნებისმიერ ობიექტს სწრაფად ანადგურებს. ნეპტუნის ქარების სისწრაფე შეიძლება ხმის გავრცელების სისწრაფესაც კი სჭარბობდეს. მგონი, მეტი კომენტარი აღარ არის საჭირო.

image


მეცნიერებმა რომ ერთ დღეს ყველა ამ პრობლემისთვის, ტოქსიკური გაზებისა და ძლიერი ქარებისთვის აღმოაჩინონ გადამჭრელი გზა, საინტერესოა, რომელ პლანეტას ესტუმრებოდით? ვინ იცის, იქნებ, ერთ დღეს ეს მართლაც შესაძლებელი გახდეს. რამდენიმე წლის წინ ადამიანს ვერც კი წარმოედგინა მარსზე კოლონიზაციის შესაძლებლობა, დღეს კი ეს არც ისე არარეალური ჩანს. ამიტომაც, ალბათ, "შეუძლებელიას" მაგივრად, უნდა ვთქვათ "ჯერ არაა შესაძლებელი".


გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით♥


image

p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.







ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა ნივთები გაუჩინარდება 20 წელიწადში და რატომ აღარ იქნება საჭირო მათი გამოყენება

image


2. 10 მაღალტექნოლოგიური საკვები, რომელსაც მომავალში შევჭამთ

image


3. "რა მოხდება თუ..." - პასუხები ყველაზე უცნაურ კითხვებზე

image

1
598
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
598
  
2019, 6 სექტემბერი, 1:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1