x
image
ეკა ლაცკა
მსოფლიოს 7 ყველაზე ფერადი ქალაქი, სადაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იმოგზაუროთ
მათ, ვისაც ფერადი სამყარო უყვარს, ეს სტატია აუცილებლად დააინტერესებს.

მსოფლიოს 7 ყველაზე ფერადი ქალაქი, სადაც მოგზაურობა გამორჩეულად შთამბეჭდავია.


1. შეფშაუენი, მაროკო -

თუ ლურჯი თქვენი ფერია, ეს ქალაქი ნამდვილად თაბრუს დაგახვევთ.


ზურმუხტისფერი მაროკო!

ყველა სახლი, შენობა თითქმის ამ ფერზეა შეღებილი და ის განსაკუთრებით მომხიბვლელი არქიტექტურით გამოირჩევა.

შენობების ფერი ებრაელი ლტოლვილების მემკვიდრეობაა, რომლებიც მაროკოში 1930-იან წლებში მოხვდნენ. მართალია, ისინი აქ აღარ ცხოვრობენ, მაგრამ მათ მიერ შეფერილი ქუჩები და სახლები ასე დარჩა და ქალაქის სიმბოლოდაც იქცა.

image



2.ბურანო, იტალია -

პატარა კუნძული ვენეციის პროვინციაში.

მეთევზეთა ქალაქი.

გარშემორტყმული ნისლის გამო ძველ დროში იქ მცხოვრებნი სახლების გარჩევას ვერ ახერხებდნენ. ამიტომაც, მათი სხვადასხვა, კაშკაშა ფერზე შეღებვა გადაწყვიტეს და ქალაქიც გაფეროვნდა. თანაც სახლების დანახვა და მათი გარჩევაც გამარტივდა.

დღეს სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს იმას, თუ რომელ ფერზე იქნება შეღებილი სახლი. თუ ადგილობრივმა მკვიდრმა სახლის შეღებვა გადაწყვიტა, მან ჯერ თვითმმართველობას უნდა მიმართოს და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში აქვს ფასადის შეღებვის უფლება.

სწორედ ამიტომაც ეს ქალაქი არ კარგავს თავის მომხიბვლელ იერსახეს.

image


3.

მენტონი, საფრანგეთი -

ეს პატარა ქალაქია საფრანგეთში, რომელიც თავის ფერადი შენობებითაა ცნობილი. შენობები თბილი, ზაფხულის ფერებით არის შეღებილი და საზაფხულო შვებულების გასატარებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

image


4.

კოპენჰაგენი, დანია-

დანიის დედაქალაქი განსაკუთრებულად სახელგანთქმულია ამ ფერადოვნებით. მე-17 საუკუნის არხის, ნიხავნის გასწვრივ შენობები სხვადასხვაფრად არის შეღებილი და საოცარ სანახაობას ქმნის.

image


5.

ილულისატი, გრენლანდია -

ილულისატი არის ქალაქი აღმოსავლეთ გრენლანდიაში. რადგანაც აქ სულ თოვლი და ყინულია და ყველაფერი ერთ ფერში მოსაწყენ ვიზუალს ქმნიდა, ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ფერადი სახლები ჰქონოდათ.

აქ თითოეულ ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ყვითელი ფერით სამედიცინო დაწესებულებაა შეღებილი, ცისფერით თევზის ქარხანა, წითლით კომერციული დაწესებულებები და.ა.შ.

ეს ფერადი ქალაქი შთამბეჭდავი სანახავია.

image


6.გუანახუატო, მექსიკა -

მექსიკა საოცრად ფერადი ქვეყანა! და შეუდარებელი გუანახუატო !

აქ ყველა ქუჩა და ყველა ფასადი ფერადია.

image


7.

ჯაიპური, ინდოეთი-

ვარდისფერი ქალაქი, რომელიც ფერების ფესტივალითაა ცნობილი.

ამ დროს ქუჩაში შეხვდებით მოხატულ სპილოებს და ფერადი ორნამენტებით მორთულ სახლებს.

დღესასწაულზე უამრავი ტურისტი სტუმრობს ამ ადგილს.

image

0
89
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0