x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თურმე უნდა მიხაროდეს რომ ქვეყნის მთავარ ქალაქში ს...... იღებენ და მოვითმინო”- გოგი გვახარია "ფორსაჟის" გადაღებებზე

image


კინომცოდნე გოგი გვახარია თბილისში, ფილმ "ფორსაჟის" გადაღებებთან დაკავშირებით ქუჩების გადაკეტვას, კერძოდ, კი რუსთაველის მთავარი პროსპექტის რამდენიმე დღიან ბლოკირებას ეხმაურება. გვახარიას თქმით, მაშინ როდესაც მთელი ქალაქი პარალიზებული და გადათხრილია, მთავარი ქუჩის ამდენი ხნით დაკეტვა არ უნდა ხდებოდეს. მისი აზრით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა კი არა, კოლონიაც კი არ ვართ: "ჩემს ფრენდებს ეტყობა ის რაღაც "ფორსაჟი" მოწონთ და დიდი შედევრი გონიათ… სხვაგვარად არ მესმის რატომ არავინ გამოთქვამთ წუხილს იმის გამო რომ ქალაქის მთავარი ქუჩა რაღაც პაპსამ ამდენი ხნით გადაკეტა. პაპსა კი არა მთლად ლუკინო ვისკონტის რომ გადაეკეტა, მაგარი მარაზმია და იმას ადასტურებს, რომ კოლონიაც კი არა ვართ, არც სოფელი. სოფელში ხე და ბუჩქი მაინც აქვთ.. P.S თან როდის? მთელი ქალაქი რომ ისედაც გადაკეტილია და გადათხრილი. თურმე უნდა მიხაროდეს რომ ქვეყნის მთავარ ქალაქში ს...... იღებენ და მოვითმინო, "- დაწერა კინომცოდნე გოგი გვახარიამ სოციალურ ქსელში.




0
469
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
469