მოვლენები 28 აგვისტოს ბათუმში სილამაზის კონკურსის მის და მისტერ აჭარის ფინალი გაიმართება 2019, 26 აგვისტო, 20:15 28 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მის და მისტერ აჭარა გაიმართება, კონკურსზე მის და მისტერ აჭარას დაასახელებენ და გამარჯვებულებს 1 კვირიანი ბაქოს და თურქეთის საგზური გადაეცემათ, კონკურსის ორგანიზატორი გიორგი მასხულიაა და თანაპარტნიორობას ინგა სიორიძე უწევს. უცხოეთიდან მოდის ინდუსტრიიდან მოწვეულნი არიან საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლები, ჟიურის თავჯდომარე ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე გახლავთ, კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: TV PIRVELI, LIDER TV, FACTNEWS.GE 15 1-ს მოსწონს
|