x
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს მოუწევთ უფრო მეტი სიახლის დანერგვა
ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი CICD




უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების (უსდ) შემოწმებას და ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის მინიჭებას პოლიტიკური გამბედაობა სჭირდებოდა.


ამ ეტაპზე ავტორიზებულად ითვლება 30 უნივერსიტეტი, 20 სასწავლო უნივერსიტეტი და 5 კოლეჯი (ჩამონათვალში არ შედის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და საღვთისმეტყველო უსდ-ები)


2019 წლის გეგმით, დარჩენილ დროში კიდევ 8 უსდ-მ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, შემდეგ წელს კი 12-მა. წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე უსდ-ს ძალიან გაუჭირდება ამ ბარიერების გადალახვა, დანარჩენებს კი მოუწევთ ახალ გამოწვევებს უპასუხონ.



მოსახლეობის ყველა გამოკითხვა გიჩვენებთ, რომ 55 და უფრო მეტი დასახელების უმაღლესი სასწავლო დაწესებულება არა მხოლოდ ზედმეტია საქართველოსთვის, არამედ ზიანის მომტანიც კია და ხარისხის გამკაცრება ლოგიკური პროცესია.


მიმდინარე წელს ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის მიერ ჩატარდა კონკურსი განათლებაში არსებული გამოწვევების გამოსავლენად, სადაც CICD-ის თავმჯდომარე და საზოგადოებრივ კოლეჯ აისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლაშა ბოდაველი დასახელდა ერთ-ერთ გამარჯვებულად:

CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი

“ჩემი მოხსენება ერთგვარად ალოგიკურ პროცესებს ეყრდნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უნივერიტეტების რაოდენობამ იმატა, მაინც ვფიქრობ, რომ ისინი ნაკლებად არიან ცოდნის გავრცელებაზე ორიენტირებულები.

უდაოა, რომ ცოდნას ქმნიან, მაგრამ მისი გავრცელება საზოგადოებრივი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, რაც ადრე თუ გვიან მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე მაინც გახდება უნივერსიტეტების სტრუქტურისა და საქმიანობის ნაწილი.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ უნივერსიტეტები იმაზე მეტია ვიდრე ბიზნესი და მათი პასუხისმგებლობა ქვეყნის ყველა რეგიონზე უნდა ვრცელდებოდეს"



“ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრმა, ჯერჯერობით 4 წარმატებულ უნივერსიტეტთან გააფორმა სხვადასხვა სახის მემორანდუმები და ხელშეკრულებები. სექტემბრიდან ურთიერთობების განახლებას ვგეგმავთ და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ უნივერსიტეტებს ჩვენთან თანამშრომლობას. გეგმა მარტივია:

გარკვეული სფეროს სტუდენტებს ვეხმარებით სტუდენტური პრაქტიკების გავლაში, ვგეგმავთ აპოლიტიკურ საზოგადოებრივ აქტივობებს, სტუდენტებს ვრთავთ სამუშაო პროცესებში, ვიყენებთ coworking სივრცის კონცეფციას და მაქსიმალურად ვცდილობთ უნივერსიტეტის სახელი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ საინტერესო ინიციატივებით, ერთადერთი რაც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისგან გვჭირდება არის მოსმენა, უბრალოდ მოგვისმინეთ და თქვენივე საკონტაქტო ფოსტებს უპასუხეთ, რომ შევძლოთ კონტაქტის დამყარება"-აცხადებენ CICD-ში.


0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0