სხვა ყველაზე უცნაური სპორტული შერკინება თითით 2019, 22 აგვისტო, 13:33 გერმანიაში არსებობს ერთ-ერთი უჩვეულო სპორტის სახეობა ე.წ. “თითით ჭიდაობა'', რომილის ჩემპიონატი 1959 წლიდან დღემდე აქტიურად იმართება. ჩემპიონატი არის ტრადიციული სოფლის სპორტი, რომელსაც გერმანელები თამაშობდნენ ბავარიაში ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილნი.ეს არის სპორტი, სადაც ერთი ასაკის და წონის ორი კაცი თითით ერკინება ერთმანეთს, მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ დგანან მაგიდის გარშემო და თითებს ტყავის ყულფში ყოფენ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სახეობა სასაცილოდ გამოიყურება, “თითით ჭიდაობის'' მონაწილეები ამ ჩემპიონატს სერიოზულად უყურებენ. ტრადიციულ ბავარიულ კოსტუმებში გამოწყობილი მამაკაცები მოხვდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ უჩვეულო შეჯიბრზე - გერმანული “თითით ჭიდაობა'' (Fingerhakeln)გამარჯვებული არის ის, ვინც თავის მოწინააღმდეგეს მაგიდიდან მიიზიდავს თავისკენ. როგორც ჭიდაობის სხვა ფორმებში, მონაწილეებმა უნდა გაიარონ ტრენინგი. ჩოგბურთის ბურთების დაჭრა და მხოლოდ ერთი თითით მძიმე წონის აწევა, ვარჯიშის რუტინული ნაწილია. ტრიუმფალური გამოსვლისთვის მნიშვნელოვანია ტექნიკა და ფიზიკური სიძლიერე, ისევე როგორც მაღალი ტკივილის ზღვარი. კონკურსი არ არის საფრთხეების გარეშე. დაზიანებები მოიცავს ჭრილობებს, ხახუნის დამწვრობას და გატეხილ ან დისლოცირებულ თითებს. თითთ ჭიდაობა ტრადიციულია ბავარიასა და ავსტრიაში. მისი წარმოშობა გაურკვეველია, მაგრამ ითვლება, რომ კონკრეტული საკითხების, თუ მოლაპარაკების გადაწყვეტის საშუალება იყო. 59 1-ს მოსწონს
|