x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508605
დასაქმების პრობლემა საქართველოში

imageეს არის ის პრობლემა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნლობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ქვეყანაში დასაქმება არ არის, იმ ქვეყანას განვითარების შანსები ნაკლებად აქვს. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი სხვადასხვა სტრუქტურებში ბოლო წლებში განხორციელებული ოპტიმიზაციითაა გამოწვეული.
სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებისა და მსოფლიოში ბიზნესის რეგულაციის მიხედვით, მსოფლიო ბანკმა საქართველო ყველაზე აქტიურ რეფორმატორულ ქვეყნად დაასახელა.გასულ წელს მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმართვის სიმარტივის მიხედვით, საქართველომ 174 ქვეყანას შორის მე-13 ადგილი დაიკავა, წელს ამ რეიტინგში საქართველო უკვე 12-ე ადგილზეა. მაჩვენებლებით კი მიიწევს ჩვენი ქვეყანა წინ, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ ეს არაფერია რადგან ჯერ უმუშევრობა მაინც ყველაზე დიდი თავის ტკივილია. როდესაც ქვეყანაში არის 900 ათასი სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანია, ე.ი. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე და უკვე დაწყებულია, რომ რეალურად ნომერ პირველ პრიორიტეტად იქნას აღიარებული დასაქმება.დროა სათანადო ყურადღება მივაქციოთ მცირე და საშუალო ბიზნესს. ამ მხრივ, ახალ საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესის სასარგებლოდ რეალურად იქნა ნაბიჯები გადადგმული. მცირე ბიზნესი არ უნდა იბეგრებოდეს, როგორც მაგალითად მსხვილი ბიზნესი. ჩვენ ქვეყანას შეუძლია ეკონომიკის მხრივ მაღალ დონეზე იყოს, ყველა ადამიანი დასაქმებული იყოს, ეს შეიძლება და იმედია მალე მოხდება.

0
991
3-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
991
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0