x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ დავუჭიროთ მხარი მუცოს, რომელიც შესაძლოა ევროპის „საზოგადოების რჩეული“ და გრან-პრის მფლობელი გახდეს
image

მუცო სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 1880 მ. -ზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის ხეობაში მდებარეობს და ოდითგან ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიულ დარაჯად და დამცველად მიიჩევა.

სოფელს ამშვენებს ძეგლი, რომელიც მაშინვე თვალს ჭრის და ატყვევებს ნებისმიერ მნახველს.

გარდა განსაკუთრებული სილამაზისა, ძეგლი იმითაც გახდა გამორჩეული, რომ ის ევროპის 16 საუკეთესო სარეაბილიტაციო პროექტებს შორის მოხვდა, გამარჯვებისთვის კი მხოლოდ ხმების საკმარისი რაოდენობაა სჭირო.


image

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, გამარჯვებული მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოვლინდება, მანამდე კი ხმის მიცემის პროცესში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

რაც შეეხება ძეგლის რეაბილიტაციის პროცესს, ციხე-ქალაქის აღდგენითი სამუშაოები წელს დასრულდება, ხოლო ინფრასტრუქტურული ნაწილი - 2020 წელს.

image

სასიხარულია ის ფაქტიც, რომ წელს მუცო ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს მფლობელი გახდა.

კერძოდ, ქართული ძეგლი 2019 წლის 16 გამარჯვებულს შორის დასახელდა.

ამ ეტაპზე კი საზოგადოების რჩეულისა და გრან-პრის მფლობელის გამოვლენა მიმდინარეობს, რაც საზოგადოების სრულ ჩართულობას საჭიროებს.

image

“,

„როგორც იცით, წელს მუცომ ევროპა ნოსტა მიიღო და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სარესტავრაციო პროექტებს შორის დასახელდა (149 პროექტიდან 16-ში მოხვდა). ჩათვალეთ, ეს იგივეა, რაც ოსკარის მიცემა, ოღონდ ძეგლთადაცვის სფეროში. ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის მიცემა, რათა ევროპის „საზოგადოების რჩეული“ გამოვლინდეს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ იაქტიურონ. შემოდგომაზე იქნება გრან-პრის დაჯილდოვება და იმედი მაქვს, რომ ამ 16 პროეტიდან მუცო გამარჯვებული გახდება. ამისთვის საჭიროა, რომ ადამინები შევიდნენ შემდეგ მისამართზე: vote.europanostra.org-ზე და პირველი ხმა აუცილებლად მუცოს მისცენ, შემდეგი ორი ხმა კი (სულ 3 ხმის მიცემის უფლება აქვთ) მათთვის მოსაწონ პროექტს. მთლიანი პროცედურა სულ 3 წუთს მოითხოვს, სამაგიეროდ, ძალიან დიდი შანსი აქვს მუცოს, რომ გახდეს როგორც ევროპის საზოგადოების რჩეული, ასევე გრან-პრის მფლობელიც“,

-აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

image


image

image

1
199
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
199
  
2019, 15 აგვისტო, 1:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1