x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93849
  • ვიდეო:342247
  • სურათი:456116
საქართველოში იპოვეს ნეანდერტალელების კვალი, საქართველოში მსოფლიო დონის აღმოჩენები მატულობს

image ბოლო წლებია საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენები მატულობს.
დასავლეთ საქართველოში ნაპოვნი იქნა ნეანდერტალელების ცხოვრების ამსახველი კვალი. აღმოჩენა ეკუთვნის საერთაშორისო ექსპედიციას, რომელიც მუშაობს ერთერთ უძველეს გამოქვაბულში იმერეთის რეგიონში-ცუცხვათში.
აღმოჩენილ იქნა ზედა პალეოლითის ხანის არტეფაქტები და "Homo Sapiens " -ის კვალი, "ბრინჯაოს გამოქვაბულში" კი იპოვეს ქვის და სპილენძის ხანის კვალი ნამოსახლარის კვალი.
გამოქვაბულში მუშაობენ პალეანთროპოლოგები, პალეონტოლოგები, პალინოლოგები, გეოლოგები და არქეოლოგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან და მათთან ერთად ქართველი სპეციალისტები.
აღმოჩენილი არტეფაქტების ასაკი 50 000 წელზე მეტი ხნისაა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს მეცნიერებს დაადგინონ ნეანტერტალელების გადაშენების მიზეზები.
ცუცხვათში გამოქვაბულის შესწავლა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. თუმცა ძირითადი სამუშაოები განახლდა მხოლოდ 2017 წლიდან, პროექტის "ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში-იუწყება "Интерфакс".

0
273
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
273