x
image
კატაპულტი
,,აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 12 აგვისტო
image
2008 წლის 7 აგვისტოდან უაღრესად დაძაბული ვითარება შიდა ქართლში კვლავ მძიმეა. გორისა და ცხინვალის რაიონის სოფლები ფაქტიურად დაცლილია ქართველი სამხედროებისა და მოქალაქეებისაგან. მოსახლეობის მცირე ნაწილი, რომელმაც საკუთარი სოფლები არ დატოვა, თავს სარდაფებს, ტყეებს, სარწყავ არხებსა და საქონლის სადგომებს აფარებს. ოსი სეპარატისტები ძალადობენ მოსახლეობაზე, ტყვედ მიყავთ ისინი ქალაქ ცხინვალში, მათ სახლებს კი ძარცვავენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით დაზარალდა გორის რაიონის სოფლები ტყვიავი და კარალეთი, რადგან რუსული და ოსური მხარე შურს იძიებდა ტყვიაველი ირაკლი ოქრუაშვილის და მიხეილ ქარელის, და კარალეთის მცხოვრები, პოლიციის უფროსის, სუხიტაშვილის გამო.



ავიაციამ და არტილერიამ კი მიწასთან გაასწორა სოფლები თამარაშენი, კეხვი, ერგნეთი და ა.შ.

12 აგვისტოს ღამეს, 01:15 ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა საქართველოს მხარდამჭერი მიმართვა გაავრცელა და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.



გაერომ მიიღო რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც ქართული მხარე დაეთანხმა, თუმცა რუსეთმა უარი განაცხადა.




დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა ქალაქი გორი, კერძოდ, საავადმყოფო, უნივერსიტეტის შენობა და ქალაქის ბაზარი.



14:00 რუსულმა ავიაციამ ხაშურის სოფელ აგარასთან დაბომბა სასწრაფო დახმარების მანქანა.


16:30 თბილისში გამართულ აქციაზე “stop russia" მიხეილ სააკაშვილმა დსთ- დან გამოსვლის შესახებ განაცხადა.

დღის განმავლობაში რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა.რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ჰოლანდიელი ჟურნალისტი.


“აგვისტოს ომის" სრული ქრონოლოგია შეგიძლიათ იხილოთ აქ

0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0