x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458655
მშობლები მას ბავშვობაში "უშნოს" ეძახდნენ. "გამოსასწორებლად“ მან 20 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა
image


ადამიანებს, ხშირად თავიანთი უტაქტო შენიშვნებით, მოზარდის ფსიქიკის განადგურება შეუძლიათ. სწორედ ასე მოხდა 28 წლის კრისტენ სნაიდერთან დაკავშირებით, რომელმაც საკუთარი გარეგნობის შესაცვლელად არც მეტი, არც ნაკლები, 20 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და მთელი თავისი ფინანსები საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებას მოახმარა. როგორც გოგონა აცხადებს, ის მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მანამ არ გაჩერდება, სანამ საბოლოოდ, სრულყოფილებას არ მიაღწევს.


image


საკუთარი გარეგნობის შეცვლა გოგონას ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან სურდა, ვინაიდან მშობლები მას ყოველთვის უშნოდ მიიჩნევდნენ, რასაც კრისტენი გამუდმებით გრძნობდა. სწორედ ამიტომ, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში გოგონამ მოახერხა და თითქმის ყველაფერი შეიცვალა, მან სახის კანის გადაჭიმვა რამდენჯერმე გაიკეთა, რასაც ცხვირის, ტუჩებისა და ყვრიმალების კორექცია მოჰყვა, საკუთარი გარეგნობის სრული ტრანსფორმაცია კი ლიპოსაქციით, მკერდის პლასტიკითა და ნეკნების ამოღებით დაასრულა.


image


"სკოლაში ხშირად დაცინვის ობიექტი ვიყავი და სწორედ ამან მასწავლა, რომ გარშემომყოფებისთვის ყურადღება არასდროს უნდა მიმექცია. თუკი პერფექციონისტი, ამბიციური და კრეატიული ხარ - ეს საკმამოდ სწრაფი გზაა პლასტიკურ ქირურგიაზე სამუდამოდ დამოკიდებული გახდე. მე არასდროს მომწონდა ის, რასაც სარკეში ვხედავდი, " - ამბობს 28 წლის კრისტენ სნაიდერი. 18 წლის ასაკში გოგონამ პირველად, მკერდი გაიდიდა, რომელზე 7200 დოლარი დახარჯა, მას კი, რიგითობით ის ოპერაციები მოჰყვა, რომელთა საერთო ხარჯმაც საკმაოდ შთამბეჭდავ ციფრს მიაღწია.


image


"ბოლო ოპერაციის შემდეგ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ცრემლები ვერ შევიკავე და ავტირდი. სწორედ ამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ადამიანს ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეუძლია".



image

კრისტენს ყოველთვის ქალური და სექსულაური ფორმები იზიდავდა, რომლის საბოლოოდ მისაღწევად, მას ოცი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. "მე ჩემს სხეულს როგორც ტილოს ისე განვიხილავ, ხოლო ქირურგიას - ინსტრუმენტს, რომლის დახმარებითაც ისეთი გარეგნობის გამოძერწვა შემიძლია, როგორიც გონებაში მაქვს".


image


არაერთი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, გოგონას ოჯახი შვილის ჯანრთელობაზე სერიოზულად ღელავს, მათ ეშიანიათ, რომ მორიგი ოპერაცია ოჯახისთვის შესაძლოა სავალალოდ დასრულდეს. კრისტენი ამერიკაში, კერძოდ ვირჯინიის შტატში ცხოვრობს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა საკმაოდ კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევა, ამიტომ გოგონა მისი მისამართით არამეგობრულ დამოკიდებულებას ხშირად გრძნობს, თუმცა ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს.


image


28 წლის კრისტენ სნაიდერი მიღწეული "სილამაზით" დაკმაყოფილებას არ აპირებს და სამომავლოდ დიდი ცვლილებებისთვის ემზადება, კერძოდ - მას უკვე გადაწყვეტილი აქვს ნეკნების დავიწროება, ბარძაყში იმპლანტების ჩადგმა, მკერდის კიდევ, რამდენიმე ზომით გადიდება და სახის ოვალის შეცვლა. რაღა დაგვრჩენია, ვუსურვოთ წარმატება კრისტენ სნაიდერს სამომავლო გეგმებში, იმედია მისი მშობლების შიშები არ გამართლდება და "სილამაზის" სტანდარტების დევნაში ამჯერადაც, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.


image







0
627
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
627