x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93655
  • ვიდეო:342155
  • სურათი:455882
ამერიკელი მსახიობის სურათი, რომელიც ნახევარი საუკუნის წინაა გადაღებული ფანტასტიურად მაღალი ხარისხისაა. გაივლის ერთი წელი და ამ ქალს მოკლავენ

image ახლახან ინტერნეტში "სერფინგისას" წავაწყდი ამერიკელი მსახიობი ქალის სურათს, რომლის ხარისხი დაუჯერებლად მაღალია, დაუჯერებლად იმდენად რამდენადაც სურათი გადაღებულია არც მეტი და არც ნაკლები 1968 წელს.
ამერიკელი მსახიობიქალი, ულამაზესი შარონ ტეითი კანის სანაპიროზე ისვენებს და ირუჯება.
მაშინ არავინ იფიქრებდა, რომ გავიდოდა სულ რაღაც ერთი წელი და ამ ულამაზეს და სიცოცხლით სავსე მსახიობს საშინელი სიკვდილით მოკლავდნენ.
მსახიობი ავადსახსენებელი ბანდიტის ჩარლზ მენსონის ბანდის წევრებმა მოკლეს.
ფეხმძიმე ქალის სხეულზე 16 ნაჭრილობევი დააფიქსირა პათოლოგ ანატომმა ექსპერტიზის ჩატარების დროს.
ცნობილი ამერიკელი რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს მეცხრე ფილმში "ერთხელ ჰოლივუდში" სწორედ ამ მკვლელობაზეა საუბარი.
მე არ ვიცი რომელი ბრენდის ფოტოაპარატითაა ეს სურათი გადაღებული, მაგრამ მნახველს აშკარად აფიქრებინებს, რომ სურათი სულ ახალი გადაღებულია და არა ნახევარი საუკუნის წინ.

.

0
2093
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2093