საზოგადოება „ოღონდ ახლა გვარამია არ დაიჭიროთ და მაგის უფლებებზე არ მაყვიროთ! გააკეთოს “მთავარი ტელევიზია” ნულიდან 2019, 4 აგვისტო, 18:16 ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვას თბილისის საქალქო სასამართლოში ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება: “ოღონდ ახლა გვარამია არ დაიჭიროთ და მაგის უფლებებზე არ მაყვიროთ და რავი, ერთი დღით ბიძინას კრიტიკაზე მორატორიუმს გამოვაცხადებ! იყოს გარეთ, გააკეთოს “მთავარი ტელევიზია” ნულიდან. ხომ შეიძლება, ოდნავი კეთილგონიერებაც გამოიჩინოთ”, – წერს ჩერგოლეიშილი სოციალურ ქსელში. 644 შეფასება არ არის
|