x
image
Teklamaisuraze
10 ქართველი სელებრითი, რომელსაც პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია
გადაცემა რეიტინგმა გამოაქვეყნა 10 ქართველი სალებრითი, რომელთაც პლასტიკური ოპერაციები არ გაუკეთებიათ.

image

საქართველოში გვყავს ისეთი სელებრითები, რომელთათვისაც პლასტიკური ქირურგია მანიად ექცათ. შეიძლება ნანობდნენ კიდეც, რომ სხეულში ცვლილებები შეიტანეს, მაგრამ ამას არ აღიარებენ.

ამავდროულად გვყავს ისეთებიც, რომლებიც ბუნებრიობას ანიჭებენ უპირატესობას. და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თავიანთი რომელიმე ნაწილი არ მოსწონდეთ, მაინც უარს ამბობენ პლასტიკურ ოპერაციაზე.

10. რუსკა მაყაშვილი

image


პოპულარული ახალგაზრდა მსახიობი. ყოველთვის იუმორით აღნიშნავს, რომ მისი ცხვირი სავიზიტო ბარათად იქცა. და არ აპირებს მისი ფორსის შეცვლას.

image

ხშირ შემთხვევაში ამ ცდუნებას ვერ უძლებენ, მაგრამ რუსკა ერთ ერთი გამონაკლისია.


9. ნუკი კოშკელიშვილი

image

როდესაც მის საქართველოზე გამოვიდა ბევრი ამბობდა, რომ წონაში დასაკლები ჰქონდა და პლასტიკური ოპერაცია სჭირდებოდა ცხვირზე.

image

შემდეგ წამყვანი გახდა და წლების განმავლობაში ის ტელევიზიიდან გვესალმებოდა. მაგრამ არც ამ პერიოდში გასჩენია სურვილი პლასტიკური ოპერაციისთვის მიემართა.

8. მაკა ზამბახიძე

image

ბოლო პერიოდში მისმა სექსუალურმა ფოტოსესიამ ყველა აალაპარაკა. იმასაც ამბობდნენ, რომ იმდენად მიმზიდველად გამოიყურება, რომ გარეგნობაში ცვლილებები შეიტანაო. ეს ყველაფერი ჭორია, მას პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს, უბრალოდ ახალი იმიჯი მოირგო. წლების განმავლობაში სცენაზე დგას, საკუთარი შარმით იპყრობს მაყურებლის გულებს და არც არანაირი საბაბი არსებობს იმისა, რომ პლასტიკურ ქირურგიას მიმართოს.

7. გვანცა დარასელია

image

კვირაში 5 დღე ეკრანიდან გვესალმება, და ყოველთვის ახერხებს, რომ მომხიბვლელობა შეინარჩუნოს.

image

მისი მომხიბვლელი ღიმილი ჯერ კიდევ მის საქართველოს პოდიუმიდან გვახსოვს. იმდენად პატარა ასაკში გამოჩნდა ეკრანზე, გარეგნობაში რამე რომ შეეცვალა მაყურებელს არ გამოეპარებოდა.

6. ნინა სუბლატი

image

როდესაც მის თვალებს უყურებ რთულია მისი სხეულის სხვა ნაწილებს მიაქციო ჸურადღება. რადგან მისი მზერა მაგიურად გიპყრობს.

image

ნინა სუბლატი ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც დიდ სცენაზე გამოჩნდა და პირველივე გამოსვლით მოხიბლა მაყურებელი. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ გარეგნობაში ექსპერიმენტებს არ ერიდება, მაინც პლასტიკური ქირურგიისთვის ჯერ არ მიუმართავს.

5. ქრისტინე იმედაძე

შოუბიზნესი საქართველოში ფეხს იკილებდა, როდესაც ქრისტინე იმედაძე პირველი კლიპით ვიხილეთ.

image

თინეიჯერი გოგონა მამაკაცების ყურადღებას იქცევდა თავისი სექსუალური, ბუნებრივი სილამაზით.

4. სალომე ღვინიაშვილი

ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, რომ ის შეამჩნიეს და პოდიუმზე გამოსვლა შესთავაზეს. მართალია სამოდელო სფერო საქართველოში მომგებიანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ პოდიუმმა მოხიბლა და ის წარმატებული მოდელი გახდა.

image

დღეს ის უკვე დიზაინერია, მართალია თავად ხშირად აღარ უწევს პოდიუმზე გამოსვლა, მაგრამ ახალგაზრდა მოდელებს ტოლს არ უდებს.

3. თიკო სადუნიშვილი

image

მისი სატელევიზიო კარიერა და ვარცხნილობა იმდენად მრავალფეროვანია, რთულია დაიჯერო, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს. ფაქტია მის გარშემო ყოველთვის ჭორებია.

2. ნინო გაჩეჩილაძე

image

სერიალ “ ჩემი ცოლის დაქალები "ს გმირი ერთი ქარაფშუტა ქალია და ალბათ მის პერსონაჟს უფლება რომ მისცეს მის გარეგნობაში ყველაფერს შეცვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება არ არის.

image

რეალურ ცხოვრებაში ნინო გაჩეჩილაძე უფრო წყნარი ცხოვრებით ცხოვრობს.

1. თიკა ფაცაცია

image

ერთდროულად მოდელი და მომღერალი იყო, ყოველთვის ყურადღებას იქცევდა მისი სიმაღლე. წლების შემდეგ სასიმღერო კარიერას პასიურად, მაგრამ მაინც აგრძელებს. ამის შემდეგ ტელეწამყვანის ამპლუაში უფრო ხშირად ვხედავთ.


2
1077
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
1077
  
2019, 8 აგვისტო, 14:32
ნუკის ტუჩი აქვს გაკეთებული, ცხვირზე ფილერი. მაკა ზამბახიძეს ცხვირი აქვს გაკეთებული და ასევე თიკა ფაცაციასაც. ოდნავ აქვს შესწორებილი. ქრისტინასაც. ასეთი ოთხი სტატია მაქვს გამოქვეყნებული და გამოძიებუი და ვიცი :დ
2019, 4 აგვისტო, 21:55
სელებრითი რას ნიშნავს????
0 1 2