x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ნასამ ჩვენი პლანეტის ახლოს სუპერპლანეტა აღმოაჩინა, სადაც სავარაუდოდ სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს(ვიდეო)

image
სუპერდედამიწა არის პლანეტა, რომელიც რამდენჯერმე უფრო დიდია, ვიდრე დედამიწა, მაგრამ უფრო მცირეა ვიდრე ყინულის გიგანტები, როგორებიცაა ურანი და ნეპტუნი. ასტრონომები თვლიან, რომ სიცოცხლე მასზე სავარაუდოდ არსებობს - თუ მას აქვს ატმოსფერო და თუ ძალიან არ არის გაცხელებულიი მათი ვარსკვლავის მიერ.

ახლახანს TESS-ის ტელესკოპმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაასრულა სამხრეთი ცის მოკვლევა და ჩრდილოეთით გადაინაცვლა, ჩვენი პლანეტის მსგავსი სუპერ დედამიწა აღმოაჩინა. პლანეტა GJ 357 d დედამიწის მასაზე მინიმუმ ექვსჯერ მეტია და გარდა ამისა, ის ჩვენი პლანეტის ზომაზე ორ – სამჯერ მეტია. მისი ზუსტი ზომა და შემადგენლობა ჯერ არ არის ცნობილი.- აცხადებს ნასა.

პლანეტა ბრუნავს თავისი ვარსკვლავის გარშემო და GJ 357 d ხუთჯერ უფრო ახლოს არის მასთან, ვიდრე დედამიწა მზესთან. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ვარსკვლავი დაბნელებულია, ამიტომ GJ 357 d დედამიწაზე ნაკლებ ენერგიას იღებს.

მომავალში, ასტრონომები გააგრძელებენ ობიექტის მონიტორინგს, ცდილობენ დაადგინონ, აქვს თუ არა მას ატმოსფერო და არის თუ არა სიცოცხლისთვის შესაფერისი.


0
200
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0