x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
უსამა ბინ ლადენის შვილი, "ალ-ქაიდას" მომავალი ხელმძღვანელი მოკლეს?
image
ჯერჯერობით უცნობია, შეუძლიათ თუ არა დაადასტუროს ამერიკის ხელისუფლებამ მისი გარდაცვალება. ოფიციალური წარმომადგენლები არ ამბობენ სად და როდის გარდაიცვალა ბინ ლადენის ვაჟი, ან აქვს თუ არა რაიმე კავშირი მის სიკვდილთან აშშ-ს სადაზვერვო უწყებებს. ამ ინფორმაციაზე თეთრ სახლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.

ტერორისტულმა ორგანიზაციამ ალ-ქაიდამ ჰამზა ბინ ლადენის ბოლო საჯარო განცხადება 2018 წელს გამოაქვეყნა. ის ემუქრებოდა საუდის არაბეთს და ქვეყნის მკვიდრთ აჯანყებისკენ მოუწოდებდა.

თებერვალში, შეერთებულმა შტატებმა დააწესა მილიონი დოლარი ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომლის საშუალებითაც დადგინდებოდა ბინ ლადენის შვილის ადგილსამყოფელი.

ხამზა ბინ ლადენი დაიბადა, სავარაუდოდ, 1989 წელს. 2018 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი დაქორწინდა შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემსრულებლის ქალიშვილზე. ამერიკული დაზვერა ვარაუდობდა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, ჰამზა ემზადებოდა ალ-ქაიდას ხელმძღვანელობისთვის.


უსამა ბინ ლადენი, ალ-ქაიდას ტერორისტული ჯგუფის ლიდერი, 1998 წლიდან მოყოლებული ამერიკის ფედერალური დაზვერვის განყოფილების ყველაზე ძებნილ ტერორისტების სიაში იყო შეტანილი. იგი ლიკვიდირებულ იქნა 2011 წლის 2 მაისის ღამით, ამერიკული სპეცრაზმის მოქმედების შედეგად, პაკისტანის აბოტაბადეში მდებარე ვილაში. მისი გვამი ზღვაში დამარხეს.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0