x
მეტი
  • 20.08.2019
  • სტატია:93676
  • ვიდეო:342165
  • სურათი:455881
აირჩიეთ კარტი და გაიგეთ რა გელით უახლოეს მომავალში

image
ამბობენ, რომ მომავალი ამოუცნობია. თუმცა, ყოველ ჩვენგანს გასჩენია სურვილი, რომ წინასწარ შეიტყოს რა ელოდება წინ. ამისთვის საკმარისია ქვემოთ მოცემული კარტებიდან ერთი აირჩიოთ, ის, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ და შემდეგ ქვემოთ მისი შესაბამისი განმარტება წაიკითხოთ.

image

1. პირველი კარტი

თუ პირველმა კარტმა მიგიზიდათ, უახლოეს მომავალში სასიამოვნო ცვლილებებს ელოდეთ. წინ კარგი, უპრობლემო პერიოდი გელით. თუ რამე სირთულე წარმოიშობა, მეტისმეტად სერიოზულად ნუ მიუდგებით. ვერავითარი უსიამოვნება ვერ მოახდენს გავლენას თქვენს ცხოვრებაზე. ყველა საქმეს ადვილად მოაგვარებთ და წარმატება ყველგან თქვენი მეგზური იქნება. მთავარია, რომ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ.image

2.მეორე კარტი

თუ ეს კარტი აირჩიეთ, მაშინ უახლოეს მომავალში დიდი ხნის წინ დაწყებულ საქმეს დაასრულებთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ეს საქმე სხვასაც გადააბაროთ, მაგრამ ცდუნებას ნუ აჰყვებით. ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებებს ვერ ასცდებით.

გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და ყურადღება ყველაფრისადმი, საქმეებს სერიოზულად მიუდექით და ყველაფერი კარგად დასრულდება, სასურველი შედეგით. და კიდევ, არ დაგავიწყდეთ მოუსმინოთ თქვენს ინტუიციას.

image

3.მესამე კარტი

თუ მესამე კარტი აირჩიეთ- გამორჩეულად იღბლიანი ხართ. უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში რაღაც სიტუაცია მოგვარდება და აღარაფერზე მოგიწევთ ნერვიულობა. მიაღწევთ იმას, რაზეც დიდხანს ოცნებობდით. დამსახურებული დასვენების დრო დადგება და ის სრულიად გამოიყენეთ:დაისვენეთ და დატკბით ცხოვრებით!

image

4.მეოთხე კარტი

მათთვის, ვინც მეოთხე კარტი აირჩია, რამდენიმე კარგი ამბავი გვაქვს. თქვენი მახვილგონიერებისა და რაციონალიზმის წყალობით სურვილების ასრულების საქმეში პროგრესს მიაღწევთ. ყველაფერი, რაზეც ოცნებობდით, ასრულდება.

თუმცა, ძალიან თავდაჯერებული ნუ იქნებით.თავშეკავება გამოიჩინეთ და ზედმეტად ნუ შეაფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს. თუ ვინმე დახმარებას შემოგთავაზებთ, უარი არ თქვათ, მიიღეთ. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა სრულიად!

image



0
1327
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0