x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
"ეს განსაკუთრებით ეხებათ ლომებს და კუროებს..." - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი
image

"ცაზე დაძაბული ასპექტი გვაქვს - მზის კვადრატი ურანთან", - წერს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი. ასტროლოგი უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ტენდენციის შესახებ გვაფრთხილებს:


"ამ ასპექტის მოქმედების არეალია - 24 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით. პიკი 29 ივლისი.


მოულოდნელი ცვლილებები ანგრევს ჩვენს გეგმებს, საიდანღაც იყო, სადანღაც არა სოკოებივით ჩნდებიან დაუგეგმავი საქმეები. რაღაც სხვას ველოდით და სხვა მივიღეთ (''რა გამოვიწერე, რა ჩამომივიდა''-ს მსგავსად.)



ახლა დაგეგმილ საკითხებს მომავალში დიდი ალბათობით რაღაც ნაკლი, ხარვეზი აღმოაჩნდებათ.


არც თუ იშვიათია კამათი და განხეთქილებები მეგობრებს და თანამოაზრეებს შორის. ასევე კოლეგებთან. რადგან ნერვიულობა და დაძაბულობა მაქსიმუმს აღწევს.


ავარიული სიტუაციების ალბათობაც იმატებს. ერიდეთ ფრენებს.


ასპექტის ზემოქმედება განსაკუთრებით ეხებათ ლომებს და კუროებს, ასევე მათ ვისაც მზესა და ურანს შორის რაიმე ასპექტი აქვთ. ამიტომ - იფრთხილეთ.


გარდა ამისა, 27 ივლისიდან სექტემბრის პირველ რიცხვების ჩათვლით პლანეტაზე არეართი ხანძარია მოსალოდნელი. როგორც ადამიანის ხელით დაუდევრობით ან მავნებლობით გაჩენილი, ისე ბუნებრივი კატაკლიზმებით. ამ მხრივ აგვისტოს პირველი ნახევარი განსაკუთრებით არახარბიელო იქნება. მიზეზი - მარსისა და მზის ხანგრძლივი შეერთებაა ცეცხლის სტიქიის ნიშანში- ლომის ზოდიაქოში. რასაც დროდადრო მოულოდნელობების პლანეტის - ურანის ნეგატიური ასპექტები გაამწვავებს.


ჩვენ რაც შეგვიძლია - უსაფრთხოების ნორმების/ზომების მაქსიმალური დაცვაა".


ასევე დაგაინტერესებთ:


აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ფინანსებსა და სიყვარულში

0
493
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0