სხვა 44 წლის ნატალი იმბრულია პირველად გახდება დედა, თუმცა კაცის გარეშე 2019, 26 ივლისი, 16:49
ავსტრალიელმა მომღერალმა და მსახიობმა ნატალი იბრულიამ 44 წლის ასაკში გადაწყვიტა თავის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, (თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა)პირველად გახდეს დედა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მისი გული თავისუფალია.
ავსტრალიელმა მომღერალმა და მსახიობმა თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელით აცნობა, რომ დაფეხმძიმდა ინ ვიტრო განაყოფიერებით:
"მე მაქვს თქვენთვის მნიშვნელოვანი ცნობა, არა, საზამთრო არ გადამიყლაპია!ამ შემოდგომაზე ველოდები პირმშოს, იმათთვის, ვინც მე ახლოს მიცნობს, საიდუმლო არ არის თუ როგორ ველოდი ამას.მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებელი გახდა ხელოვნური განაყოფიერებით და სპერმის დონორით, მე ამის შესახებ სახალხოდ აღარაფერს ვილაპარაკებ, თუმცა ძალზე აღელვებული ვარ ჩემი ცხოვრების ახალი ფურცლით:გამოდის ახალი ალბომი და მალე დედა გავხდები!"-წერს მომღერალი. ნატალი იმბრული ე.წ. "ერთჰიტიანი" მომღერლების კატეგორიაში გადის, რომელმაც 1997 წელს ჩაწერილი სინგლი „Torn“-ით მოიპოვა პოპულარობა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.შემდგომ მის ორ ალბომს უკვე წარმატება აღარ მოჰყოლია. ამის გარდა ნატალი იმბრულიამ ითამაშა რამდენიმე ფილმში და სერიალში. 272 6-ს მოსწონს
|